გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

სამხრეთ კორეა აშშ-ში $200-მილიარდიან პროგრამას იწყებს

მარიამ ქადარია1 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
სამხრეთ კორეა აშშ-ში $200-მილიარდიან პროგრამას იწყებს

სამხრეთ კორეა აშშ-ის ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში $200 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. პროგრამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

გეგმა რამდენიმე მსხვილ პროექტს მოიცავს. Alaska LNG-ის მშენებლობისთვის 54 მილიარდი დოლარის გამოყოფა იგეგმება. ასევე განიხილება რვა დიდი ატომური ელექტროსადგურისა და ტეხასში 6 გიგავატი სიმძლავრის გაზზე მომუშავე ელექტროსადგურის მშენებლობა.

Alaska LNG-ის პროექტი დაახლოებით 1,300-კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობას ითვალისწინებს. მილსადენით ალიასკის ჩრდილოეთში მოპოვებულ გაზს სამხრეთ სანაპირომდე მიიტანენ, იქ LNG-დ გადაამუშავებენ და შემდეგ აზიის ბაზრებზე გაიტანენ. პროექტის წლიური სიმძლავრე 20 მილიონ ტონამდე იქნება.

$200-მილიარდიანი პროგრამა აშშ-სა და სამხრეთ კორეას შორის გაფორმებული სავაჭრო შეთანხმების ნაწილია. სეულს ასევე აქვს $150-მილიარდიანი გეგმა ამერიკული გემთმშენებლობის სექტორისთვის.

სამხრეთ კორეაში ზოგიერთი კანონმდებელი პროექტების ეკონომიკურ მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ თანხა მხოლოდ იმ პროექტებზე დაიხარჯება, რომლებსაც რეალური კომერციული პერსპექტივა ექნება.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო16 ნოე. 20262 წთ კითხვა

განვითარებადი ბაზრების აქციები 2027 წელს 15%-იან შემოსავალს მოიტანს

განვითარებადი ბაზრების აქციების შეფასებები გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე სწრაფად შემცირდა, მაშინ როცა კომპანიების მოგების მოლოდინები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო16 ნოე. 20261 წთ კითხვა

Diamondback Energy Double Eagle-ის აქტივების შეძენას გეგმავს

Financial Times-ის ინფორმაციით, გარიგება ტეხასურ ენერგოკომპანიაში საბურღი აქტივების პორტფელის შეძენას ითვალისწინებს და შესაძლოა, მომდევნო კვირაში გამოცხადდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო16 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ში ფრენების შეფერხება მესამე დღეა გრძელდება

კვირას 5 200-ზე მეტი რეისი გაუქმდა ან გადაიდო. ტრანსპორტის მდივანი ფრენების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას ორშაბათისთვის პროგნოზირებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე