გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Sandoz-თან შეთანხმების შემდეგ Shanghai Henlius Biotech-ის აქციები გაძვირდა

მარიამ ქადარია17 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
Sandoz-თან შეთანხმების შემდეგ Shanghai Henlius Biotech-ის აქციები გაძვირდა

Shanghai Henlius Biotech-ის აქციების ფასი ორშაბათს 1.2%-ით გაიზარდა და 68.1 ჰონკონგური დოლარი შეადგინა. აღნიშნულს წინ უძღოდა ჩინური ბიოტექნოლოგიური კომპანიის მიერ შვეიცარიულ ფარმაცევტულ კომპანია Sandoz-თან სტრატეგიული თანამშრომლობის გამოცხადება.

შეთანხმების მიხედვით, Sandoz ჩინეთის ფარგლებს გარეთ Henlius-ის მაქსიმუმ 10 პროდუქტის რეგისტრაციისა და გაყიდვის ექსკლუზიურ უფლებას მიიღებს. თანამშრომლობა ონკოლოგიის, აუტოიმუნური და თვალის დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს მოიცავს.

შეთანხმება Henlius-ს საერთაშორისო ბაზრებზე საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობას აძლევს. ამ პროცესში კომპანია Sandoz-ის უკვე არსებულ გაყიდვების ქსელსა და გამოცდილებას გამოიყენებს, რაც ახალი პროდუქტების უცხოურ ბაზრებზე დანერგვას გაამარტივებს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო16 ნოე. 20262 წთ კითხვა

განვითარებადი ბაზრების აქციები 2027 წელს 15%-იან შემოსავალს მოიტანს

განვითარებადი ბაზრების აქციების შეფასებები გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე სწრაფად შემცირდა, მაშინ როცა კომპანიების მოგების მოლოდინები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო16 ნოე. 20261 წთ კითხვა

Diamondback Energy Double Eagle-ის აქტივების შეძენას გეგმავს

Financial Times-ის ინფორმაციით, გარიგება ტეხასურ ენერგოკომპანიაში საბურღი აქტივების პორტფელის შეძენას ითვალისწინებს და შესაძლოა, მომდევნო კვირაში გამოცხადდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო16 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ში ფრენების შეფერხება მესამე დღეა გრძელდება

კვირას 5 200-ზე მეტი რეისი გაუქმდა ან გადაიდო. ტრანსპორტის მდივანი ფრენების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას ორშაბათისთვის პროგნოზირებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე