გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Sanofi და Regeneron ოთხ ახალ პრეპარატზე $8-მილიარდიან შეთანხმებას აფორმებენ

მარიამ ქადარია2 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
Sanofi და Regeneron ოთხ ახალ პრეპარატზე $8-მილიარდიან შეთანხმებას აფორმებენ

Sanofi და Regeneron ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ ოთხ ახალ პრეპარატზე ერთად იმუშავებენ. შეთანხმების საერთო ღირებულებამ შესაძლოა 8 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

Sanofi Regeneron-ს თავდაპირველად 1 მილიარდ დოლარს გადაუხდის. დარჩენილ თანხას კომპანია ეტაპობრივად გადაიხდის, თუ პრეპარატები კვლევისა და დამტკიცების ეტაპებს წარმატებით გაივლიან და გაყიდვები შეთანხმებულ მაჩვენებლებს მიაღწევს. კომპანიები ხარჯებსაც და მომავალ მოგებასაც თანაბრად გაინაწილებენ. კვლევებს Regeneron გაუძღვება, დამტკიცებული პრეპარატების საერთაშორისო გაყიდვებზე კი Sanofi იქნება პასუხისმგებელი.

პირველი პრეპარატის, REGN20423, კვლევა ატოპიური დერმატიტის სამკურნალოდ უკვე დაწყებულია, დანარჩენი სამი პრეპარატის კლინიკური კვლევები კი 2027 წელს იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ახალი შეთანხმება ოთხ პრეპარატზე თანამშრომლობასთან ერთად კომპანიებს შორის არსებულ სამართლებრივ დავასაც ასრულებს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო16 ნოე. 20262 წთ კითხვა

განვითარებადი ბაზრების აქციები 2027 წელს 15%-იან შემოსავალს მოიტანს

განვითარებადი ბაზრების აქციების შეფასებები გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე სწრაფად შემცირდა, მაშინ როცა კომპანიების მოგების მოლოდინები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო16 ნოე. 20261 წთ კითხვა

Diamondback Energy Double Eagle-ის აქტივების შეძენას გეგმავს

Financial Times-ის ინფორმაციით, გარიგება ტეხასურ ენერგოკომპანიაში საბურღი აქტივების პორტფელის შეძენას ითვალისწინებს და შესაძლოა, მომდევნო კვირაში გამოცხადდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო16 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ში ფრენების შეფერხება მესამე დღეა გრძელდება

კვირას 5 200-ზე მეტი რეისი გაუქმდა ან გადაიდო. ტრანსპორტის მდივანი ფრენების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას ორშაბათისთვის პროგნოზირებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე