გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
განათლება

სენატორი ლინდსი გრემი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა

მარიამ ქადარია13 ივლისი, 20261 წთ კითხვა
სენატორი ლინდსი გრემი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა

სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცოტა ხნით ადრე ის უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც ოფიციალური შეხვედრები გამართა. ამერიკულ პოლიტიკაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან რესპუბლიკელად მიჩნეული გრემი აშშ-ის სენატში 2003 წლიდან მუშაობდა.

მისი პოლიტიკური კარიერა კონგრესში 1994 წელს დაიწყო. სენატში არჩევამდე გრემი წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო. სხვადასხვა პერიოდში ის სენატის იურიდიულ და საბიუჯეტო კომიტეტებს ხელმძღვანელობდა და განსაკუთრებით აქტიურად მუშაობდა საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე.

2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს გრემი დონალდ ტრამპს მკაცრად აკრიტიკებდა, თუმცა მოგვიანებით მის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირედ იქცა. ტრამპმა სენატორის გარდაცვალებას დიდი დანაკლისი უწოდა და მას „ნამდვილი ამერიკელი პატრიოტი“ უწოდა.

გრემი რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი პოლიტიკის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო. გარდაცვალებამდე ის მუშაობდა ორპარტიულ კანონპროექტზე, რომელიც რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა.

მისი გარდაცვალების შემდეგ სამხრეთ კაროლინის გუბერნატორმა სენატში დროებითი შემცვლელი უნდა დანიშნოს. მოგვიანებით კი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად არჩევნები გაიმართება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

AI ტექნოლოგია25 ნოე. 20262 წთ კითხვა

საცალო ვაჭრობის სექტორში კიბერშეტევების რისკი იზრდება

AI კიბერშეტევებს უფრო სწრაფსა და ეფექტიანს ხდის, მაშინ როცა მცირე და საშუალო ზომის საცალო კომპანიების მხოლოდ 43%-ს აქვს კიბერუსაფრთხოების დაზღვევა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო25 ნოე. 20261 წთ კითხვა

მალაიზია Google-ისგან $146 მილიონიან კომპენსაციას ითხოვს

ქვეყნის კომუნიკაციებისა და მულტიმედიის კომისიამ Google-ის წინააღმდეგ ორი სარჩელი შეიტანა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო25 ნოე. 20262 წთ კითხვა

Huawei აშშ-ის სასამართლომ 12 ბრალდებიდან 10-ში დამნაშავედ ცნო

Huawei-ს ირანში საქმიანობის შესახებ ბანკების შეცდომაში შეყვანასა და ამერიკული კომპანიების სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვის შეთქმულებაში ედება ბრალი.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე