გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

სინგაპურის ექსპორტი 38.4%-ით გაიზარდა

მარიამ ქადარია17 ივნისი, 20261 წთ კითხვა
სინგაპურის ექსპორტი 38.4%-ით გაიზარდა

სინგაპურის ადგილობრივი ექსპორტი მაისში წლიურად 38.4%-ით გაიზარდა. ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მატებაა და ანალიტიკოსების პროგნოზსაც აჭარბებს.

Enterprise Singapore-ის ინფორმაციით, ზრდის მთავარი მიზეზი ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებზე მაღალი მოთხოვნა იყო. ექსპორტში განსაკუთრებით დიდი წილი ეკავა მიკროსქემებს, პერსონალურ კომპიუტერებსა და მონაცემების შესანახ მოწყობილობებს.

ვაჭრობა ყველაზე მეტად ტაივანის, აშშ-ისა და ჩინეთის მიმართულებით გაიზარდა. განსაკუთრებით მკვეთრი ზრდაა აშშ-ში, სადაც ელექტრონიკის ექსპორტი წლიურად 303%-ით გაიზარდა. ტაივანის მიმართულებით ზრდამ 218.6% შეადგინა.

მაისში სინგაპურის ექსპორტი თითქმის ყველა ძირითად ბაზარზე გაიზარდა. შემცირება მხოლოდ ინდონეზიის მიმართულებით დაფიქსირდა.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო30 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის ეკონომიკა მესამე კვარტალში 3.4%-ით გაიზარდა

აშშ-ის ეკონომიკა მესამე კვარტალში 3.4%-იანი წლიური ტემპით გაიზარდა და ეკონომისტების 3.2%-იან პროგნოზს გადააჭარბა. ეს ბოლო ერთი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო30 ოქტ. 20261 წთ კითხვა

QatarEnergy ამერიკულ LNG-ს 20 წლის განმავლობაში შეიძენს

Woodside Energy-ი QatarEnergy-ს ამერიკაში წარმოებულ თხევად ბუნებრივ აირს 20 წლის განმავლობაში მიაწვდის. შეთანხმებით ყატარული კომპანია სპარსეთის ყურის გარეთ დამატებით წყაროს მიიღებს იმ პერიოდში, როცა ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვები შეფერხებულია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო30 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი 2.5%-ზე დატოვა, ლაგარდი თანამდებობას თებერვალში დატოვებს

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 2.5%-ზე დატოვა. იმავე დღეს კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ECB-ის პრეზიდენტის პოსტს 2027 წლის 7 თებერვალს დატოვებს, ვადის ამოწურვამდე დაახლოებით რვა თვით ადრე.

მარიამ ქადარიაწაიკითხე