გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

SpaceX-ის შემოსავალი 92%-ით გაიზარდა

მარიამ ქადარია6 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
SpaceX-ის შემოსავალი 92%-ით გაიზარდა

SpaceX-ის შემოსავალმა მეორე კვარტალში 7.81 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 92%-ით მეტია. შედეგმა ანალიტიკოსების პროგნოზსაც გადააჭარბა. ზრდას კოსმოსური მისიების რაოდენობის მატებამ, Starlink-ის მომსახურებამ და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებამ შეუწყო ხელი.

კომპანიის წმინდა ზარალი 541 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ამავდროულად, ბიტკოინის ფასის დაახლოებით 33%-იანმა ვარდნამ SpaceX-ის მფლობელობაში არსებული ციფრული აქტივების ღირებულებაც შეამცირა. წლის პირველ ნახევარში დანაკარგმა 539 მილიონი დოლარი შეადგინა. მიუხედავად ფასის ვარდნისა, SpaceX-ს ბიტკოინი არ გაუყიდია და კვლავ 18 712 ერთეულს ფლობს, რაც კომპანიის მთლიანი აქტივის 1.8%-ია.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

ანალიზი4 ნოე. 20262 წთ კითხვა

Volvo Cars-ის გლობალური გაყიდვები 16%-ით შემცირდა - სრულად ელექტრომობილებზე მოთხოვნა იზრდება

Volvo Cars-ის გლობალური გაყიდვები ოქტომბრის ჩათვლით სამთვიან პერიოდში წლიურად 16%-ით შემცირდა, თუმცა სრულად ელექტრომობილების გაყიდვები 27%-ით გაიზარდა. ჩინეთსა და აშშ-ში რთული საბაზრო პირობების ფონზე, ევროპაში ელექტრომობილებზე მოთხოვნა ძლიერია, განსაკუთრებით EX60-ის მოდელზე, რომლის შეკვეთებმაც 50,000-ს გადააჭარბა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო4 ნოე. 20262 წთ კითხვა

Citi-მ Ferrovial-ის აქციების რეიტინგი „ყიდვამდე“ გაზარდა - ბანკი I-24-ის პროექტის მაღალ მომგებიანობას პროგნოზირებს

Citi-მ Ferrovial-ის აქციების რეკომენდაცია „ყიდვამდე“ გაზარდა და მომდევნო 12 თვეში 16.8%-იან მთლიან შემოსავლიანობას პროგნოზირებს. ბანკის აზრით, I-24-ის კონცესიის გადახდის მოქნილი სტრუქტურა პროექტის ფინანსურ რისკებს ამცირებს, ხოლო მისი მოსალოდნელი მომგებიანობა კომპანიის აქციების ბოლოდროინდელ ვარდნას არ შეესაბამება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო4 ნოე. 20261 წთ კითხვა

Polymarket-მა აშშ-ში საქმიანობის დასაწყებად პირველი ნებართვა მიიღო

Polymarket-ის შვილობილმა კომპანიამ აშშ-ში საბროკერო საქმიანობისთვის პირველი ნებართვა მიიღო, თუმცა მუშაობის დასაწყებად მას კიდევ ერთი მარეგულირებლის თანხმობა სჭირდება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე