გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Synchrony და OpenAI ხელოვნურ ინტელექტს ონლაინვაჭრობაში გამოიყენებენ

მარიამ ქადარია18 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
Synchrony და OpenAI ხელოვნურ ინტელექტს ონლაინვაჭრობაში გამოიყენებენ

Synchrony-მ OpenAI-სთან თანამშრომლობა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც კომპანია ხელოვნურ ინტელექტს მომხმარებლებისთვის დაფინანსების პირობების, სპეციალური შეთავაზებებისა და ლოიალობის პროგრამების გასაცნობად გამოიყენებს.

Synchrony საკუთარ სისტემებში OpenAI-ს მოდელებს, მათ შორის GPT-5.6 Sol-ს, Terra-სა და Luna-ს დანერგავს. თანამშრომლობა ChatGPT Work-ს, Codex-სა და AWS Bedrock-საც მოიცავს.

მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია სპეციალური პლაგინი (plugin - დამატებითი პროგრამული ფუნქცია) ChatGPT-ის კატალოგში. მისი საშუალებით კლიენტები ჩატის ფორმატში გაეცნობიან Synchrony-ის პარტნიორი კომპანიების შეთავაზებებს, აქციებსა და დაფინანსების პირობებს.

Synchrony-ში ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებს 2024 წლიდან თითქმის ყველა თანამშრომელი იყენებს. ახალი შეთანხმებით პერსონალს ChatGPT Enterprise-სა და ChatGPT Work-ზეც ექნება წვდომა. კომპანიის მონაცემებით, თანამშრომელთა 90% ენდობა ხელმძღვანელობის მიდგომას ხელოვნური ინტელექტის ეთიკურ და პასუხისმგებლიან გამოყენებასთან დაკავშირებით. კომპანია თანამშრომლებისთვის სპეციალური სასწავლო პროგრამების დაწყებასაც გეგმავს.

OpenAI-ს ვიცე-პრეზიდენტის, კეილინ ვოსის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტი ცვლის მომხმარებლის სავაჭრო გამოცდილებას, მათ შორის პროდუქტის მოძიებას, გადახდასა და ლოიალობის პროგრამებით სარგებლობას.

Synchrony-ის სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელი მარან ნალუსვამი კი აღნიშნავს, რომ თანამშრომლობა კომპანიის მილიონობით მომხმარებელსა და ასობით ათას პარტნიორ ობიექტს შეეხება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

აშშ-სა და სხვა დიდ ბაზრებზე სესხის აღება მკვეთრად გაძვირდა
მაკრო2 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-სა და სხვა დიდ ბაზრებზე სესხის აღება მკვეთრად გაძვირდა

აშშ-ში, საფრანგეთში, ბრიტანეთსა და იაპონიაში სახელმწიფო ობლიგაციების ფასები მკვეთრად დაეცა, რის შედეგადაც მათი შემოსავლიანობა გაიზარდა და სესხის აღებაც გაძვირდა. აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციის შემოსავლიანობამ დღის განმავლობაში 5.34%-ს მიაღწია, რაც 2002 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ ჩინეთში თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტის წესებს ამკაცრებს
მაკრო2 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ ჩინეთში თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტის წესებს ამკაცრებს

აშშ ჩინეთში თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტზე კონტროლს ამკაცრებს. ვაშინგტონს სურს, ჩინეთის დამოკიდებულება ამერიკულ საავიაციო ტექნოლოგიებზე სავაჭრო მოლაპარაკებებისას თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ევროკავშირი Binance-ის საქმიანობით დაინტერესდა
საფონდო2 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ევროკავშირი Binance-ის საქმიანობით დაინტერესდა

ევროკავშირის მარეგულირებლები Binance-ისგან განმარტებას ითხოვენ, რის საფუძველზე აგრძელებს კომპანია ევროკავშირის მომხმარებლებთან მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ საქმიანობის ნებართვა ვერ მიიღო.

მარიამ ქადარიაწაიკითხე