გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

ტარიფების ზრდის შემდეგ Shein-მა კვარტალი 99-მილიონიანი ზარალით დაასრულა

მარიამ ქადარია27 ივლისი, 20261 წთ კითხვა
ტარიფების ზრდის შემდეგ Shein-მა კვარტალი 99-მილიონიანი ზარალით დაასრულა

Shein-მა 2026 წლის პირველი კვარტალი 99 მილიონი დოლარის ზარალით დაასრულა. კომპანიის განმარტებით, ამის მთავარი მიზეზი აშშ-ში გაყიდვების შემცირება იყო.

Shein-ის გაყიდვებზე განსაკუთრებით იმოქმედა აშშ-ის გადაწყვეტილებამ, მცირე ღირებულების ამანათებისთვის მოქმედი საბაჟო შეღავათი გაეუქმებინა. მანამდე 800 დოლარზე ნაკლები ღირებულების ამანათები ქვეყანაში დამატებითი გადასახადის გარეშე შედიოდა. ახლა კი ჩინეთიდან აშშ-ში გაგზავნილ პროდუქციაზე 10%-დან 87.5%-მდე გადასახადი ვრცელდება.

კომპანიის ინფორმაციით, პირველი კვარტლის განმავლობაში აშშ-ში მიღებული შემოსავალი 14.3%-ით შემცირდა და 2.04 მილიარდი დოლარი შეადგინა. გაზრდილი ხარჯების დასაფარად Shein ამერიკის ბაზარზე ფასების მომატებასაც განიხილავს.

მსგავსი ცვლილებები მოსალოდნელია ევროპაშიც.

ევროკავშირმა დაბალი ღირებულების ონლაინშეკვეთებზე 3-ევროიანი მოსაკრებელი დააწესა. Shein-ის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა კომპანიის საქმიანობაზე ისეთივე ან უფრო ძლიერი გავლენა მოახდინოს, როგორიც აშშ-ში საბაჟო შეღავათის გაუქმებას მოჰყვა.

2025 წელს Shein-ის შემოსავალი 8%-ით გაიზარდა და 41.85 მილიარდ დოლარს მიაღწია, თუმცა წმინდა მოგება 38.7%-ით, 2.06 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ამასთან, კომპანიის ზრდის ტემპიც შენელდა.

Shein ჰონგ-კონგის ბირჟაზე გასასვლელად ემზადება. კომპანიამ ჩინეთის მარეგულირებლის თანხმობა 10 ივლისს მიიღო, თუმცა ჯერ არ დაუკონკრეტებია, როდის დაიწყებს აქციების გაყიდვას, რა იქნება მათი ფასი და რა თანხის მოზიდვას გეგმავს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Hermès-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 4.3%-ით გაიზარდა, თუმცა აქციების ფასი 8%-მდე შემცირდა
ანალიზი23 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Hermès-ის შემოსავალი მესამე კვარტალში 4.3%-ით გაიზარდა, თუმცა აქციების ფასი 8%-მდე შემცირდა

ფრანგულმა ფუფუნების საქონლის მწარმოებელმა Hermès-მა ზრდა ტყავის ნაწარმზე მოთხოვნის წყალობით შეინარჩუნა, განსაკუთრებით ამერიკასა და ევროპაში. მიუხედავად ამისა, შემოსავლის ზრდამ ანალიტიკოსების მოლოდინებს ვერ მიაღწია, რის შემდეგაც კომპანიის აქციების ფასი ბოლო ოთხი თვის მინიმუმამდე დაეცა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ ენერგეტიკისთვის საჭირო ჩიპების განვითარებას $389 მილიონით დააფინანსებს
საფონდო23 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ ენერგეტიკისთვის საჭირო ჩიპების განვითარებას $389 მილიონით დააფინანსებს

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო ოთხი კომპანიისთვის ჯამში 389 მილიონ დოლარამდე გამოყოფს ნახევარგამტარების, ენერგეტიკული ტექნოლოგიებისა და ჩიპების წარმოებისთვის საჭირო მასალების კვლევაზე. სანაცვლოდ მთავრობა თითოეულ კომპანიაში მცირე წილს მიიღებს, თუმცა ხმის უფლება არ ექნება და მათ მართვაში არ ჩაერთვება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
კანადა Cleveland-Cliffs-ს Stelco-ს ქარხნის გაყიდვით ემუქრება
საფონდო23 ოქტ. 20261 წთ კითხვა

კანადა Cleveland-Cliffs-ს Stelco-ს ქარხნის გაყიდვით ემუქრება

კანადის მთავრობამ ამერიკულ Cleveland-Cliffs-ს 15 დღე მისცა, რათა ონტარიოში მდებარე Stelco-ს ქარხანაში სამუშაო ადგილების შემცირების გეგმაზე უარი თქვას. თუ კომპანია მოთხოვნას არ შეასრულებს, ხელისუფლება სასამართლოს მიმართავს და ქარხნის გაყიდვას მოითხოვს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე