გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Tencent-ის აქციები შემცირდა, ყურადღება ხელოვნურ ინტელექტში გაზრდილ ხარჯებზეა

მარიამ ქადარია18 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
Tencent-ის აქციები შემცირდა, ყურადღება ხელოვნურ ინტელექტში გაზრდილ ხარჯებზეა

ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Tencent-ის აქციების ფასი 1.8%-ით შემცირდა და 438.4 ჰონკონგური დოლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე კვარტალში კომპანიის შემოსავალი წლიურად 11%-ით, 204.8 მილიარდ იუანამდე გაიზარდა, ინვესტორების ყურადღება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გაზრდილმა ხარჯებმა მიიქცია.

მეორე კვარტალში Tencent-ის საინვესტიციო ხარჯებმა რეკორდულ 52.8 მილიარდ იუანს მიაღწია, რამაც კომპანიის ფულადი რესურსები მნიშვნელოვნად შეამცირა. ინვესტორებისთვის ახლა მთავარი საკითხია, რამდენად სწრაფად აისახება ხელოვნურ ინტელექტში ჩადებული თანხები შემოსავალსა და მოგებაზე. ამ ფონზე Mizuho-მ Tencent-ის აქციების სამიზნე ფასი 610-დან 560 ჰონკონგურ დოლარამდე შეამცირა.

ამავდროულად, სარეკლამო შემოსავლები 22%-ით გაიზარდა, დაჩქარდა ღრუბლოვანი სერვისების განვითარებაც, ხოლო კომპანიის ხელოვნური ინტელექტის მოდელი HY3 მოხმარების მიხედვით გლობალურ რეიტინგში საუკეთესო სამეულში მოხვდა.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Tesla-მ მესამე კვარტალში ავტომობილების მიწოდების პროგნოზი გადააჭარბა
საფონდო2 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Tesla-მ მესამე კვარტალში ავტომობილების მიწოდების პროგნოზი გადააჭარბა

Tesla-მ მესამე კვარტალში 486 532 ავტომობილი მიაწოდა, რაც ანალიტიკოსების 456 896-იან პროგნოზს აღემატება. შედეგს განსაკუთრებით ევროპაში გაყიდვების აღდგენა დაეხმარა, მაშინ როცა აშშ-სა და ჩინეთში მოთხოვნა შედარებით სუსტი დარჩა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
აშშ-სა და სხვა დიდ ბაზრებზე სესხის აღება მკვეთრად გაძვირდა
მაკრო2 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-სა და სხვა დიდ ბაზრებზე სესხის აღება მკვეთრად გაძვირდა

აშშ-ში, საფრანგეთში, ბრიტანეთსა და იაპონიაში სახელმწიფო ობლიგაციების ფასები მკვეთრად დაეცა, რის შედეგადაც მათი შემოსავლიანობა გაიზარდა და სესხის აღებაც გაძვირდა. აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციის შემოსავლიანობამ დღის განმავლობაში 5.34%-ს მიაღწია, რაც 2002 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
აშშ ჩინეთში თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტის წესებს ამკაცრებს
მაკრო2 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ ჩინეთში თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტის წესებს ამკაცრებს

აშშ ჩინეთში თვითმფრინავის ნაწილების ექსპორტზე კონტროლს ამკაცრებს. ვაშინგტონს სურს, ჩინეთის დამოკიდებულება ამერიკულ საავიაციო ტექნოლოგიებზე სავაჭრო მოლაპარაკებებისას თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე