გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

ტექნიკის ფასები იზრდება: რა კავშირი აქვს ამას ხელოვნურ ინტელექტთან

მარიამ ქადარია3 ივლისი, 20261 წთ კითხვა
ტექნიკის ფასები იზრდება: რა კავშირი აქვს ამას ხელოვნურ ინტელექტთან

ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა განვითარებამ ტექნიკის ბაზარზეც იმოქმედა. ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის საჭირო ჩიპებზე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის განკუთვნილი მოწყობილობებიც ძვირდება.

ფასების ზრდა უკვე შეეხო ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა Apple, Samsung, Microsoft და Sony. გაძვირდა სმარტფონები, პლანშეტები, კომპიუტერები და სათამაშო კონსოლებიც.

მთავარი მიზეზი მეხსიერების ჩიპების დეფიციტია. ხელოვნური ინტელექტის მოდელების მუშაობისთვის დიდ მონაცემთა ცენტრებს აშენებენ, სადაც დიდი რაოდენობით სპეციალური მეხსიერება, HBM, გამოიყენება. სწორედ ამაზე გაიზარდა მოთხოვნა.

ამის გამო მწარმოებლებს ნაკლები რესურსი რჩებათ იმ ტიპის მეხსიერებისთვის, რომელიც ჩვეულებრივ ტექნიკაში გამოიყენება, მაგალითად ლეპტოპებში, სმარტფონებსა და სხვა ყოველდღიურ მოწყობილობებში. შედეგად, იზრდება წარმოების ხარჯი და ეს საბოლოოდ ფასზეც აისახება.

პრობლემა სწრაფად ვერ მოგვარდება. მეხსიერების ჩიპების მწარმოებელი Micron-ის განცხადებით, ახალი ქარხნების აშენებას წლები სჭირდება. ამიტომ ბაზარზე დეფიციტი მოკლე დროში ვერ გაქრება.

წლების განმავლობაში მომხმარებელი მიჩვეული იყო, რომ ტექნიკა დროთა განმავლობაში იაფდებოდა. ახლა ეს ტენდენცია შეიცვალა. ზოგიერთი ძველი მოდელიც კი გაძვირდა, მათ შორის 2017 წელს გამოშვებული Nintendo Switch.

ექსპერტების შეფასებით, თუ მეხსიერების ჩიპებზე მოთხოვნა ასეთივე მაღალი დარჩება, მომხმარებლებს ტექნიკის გაძვირებულ ფასებთან შეგუება მოუწევთ.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო16 ნოე. 20262 წთ კითხვა

განვითარებადი ბაზრების აქციები 2027 წელს 15%-იან შემოსავალს მოიტანს

განვითარებადი ბაზრების აქციების შეფასებები გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე სწრაფად შემცირდა, მაშინ როცა კომპანიების მოგების მოლოდინები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო16 ნოე. 20261 წთ კითხვა

Diamondback Energy Double Eagle-ის აქტივების შეძენას გეგმავს

Financial Times-ის ინფორმაციით, გარიგება ტეხასურ ენერგოკომპანიაში საბურღი აქტივების პორტფელის შეძენას ითვალისწინებს და შესაძლოა, მომდევნო კვირაში გამოცხადდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო16 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ში ფრენების შეფერხება მესამე დღეა გრძელდება

კვირას 5 200-ზე მეტი რეისი გაუქმდა ან გადაიდო. ტრანსპორტის მდივანი ფრენების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას ორშაბათისთვის პროგნოზირებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე