გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

ტექნოლოგიური აქციების ფასები იცვლება: სამი კომპანია ხელოვნური ინტელექტის სექტორიდან

მარიამ ქადარია26 ივნისი, 20262 წთ კითხვა
ტექნოლოგიური აქციების ფასები იცვლება: სამი კომპანია ხელოვნური ინტელექტის სექტორიდან

ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება, რაც ინვესტორებისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

ანალიტიკოსები 3 000 აშშ დოლარის მოცულობის პორტფელისთვის სამ ძირითად კომპანიას გამოყოფენ.

Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის მიმართულება (Copilot) 123%-ით, ხოლო ღრუბლოვანი სერვისი (Azure) 40%-ით გაიზარდა, თუმცა მისი აქციების ფასი ისტორიულ მაქსიმუმთან შედარებით მაინც 30%-ითაა შემცირებული. კომპანიის საპროგნოზო P/E კოეფიციენტი (აქციის ფასის შეფარდება მოგებასთან) 19-ს შეადგენს, რაც S&P 500 ინდექსის საშუალო მაჩვენებელზე (22) დაბალია. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ აქციის მიმდინარე ფასი მის რეალურ ღირებულებაზე დაბალია.

Nvidia, ბაზარზე წამყვანი პოზიციის მიუხედავად, ზრდის დიდ პოტენციალს ინარჩუნებს. მონაცემთა ცენტრებზე გლობალური დანახარჯები 2027 წლისთვის, სავარაუდოდ, 1 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, რაც კომპანიის შემოსავლებს კიდევ უფრო გაზრდის. ამჟამად Nvidia-ს აქციების საპროგნოზო P/E მულტიპლიკატორი მხოლოდ 16-ია, რაც ნიშნავს, რომ მოსალოდნელი ზრდა აქტივის ფასში ჯერ სრულად არ არის ასახული.

შედარებით მაღალრისკიანი, მაგრამ სწრაფად მზარდი აქტივებით დაინტერესებულთათვის მიმზიდველია Nebius-ი — სპეციალიზებული ღრუბლოვანი პლატფორმა, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს Nvidia-სთან. კომპანიის შემოსავლები პირველ კვარტალში 684%-ით გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წლის ბოლომდე წლიური ბრუნვის 7-9 მილიარდ დოლარამდე გაზრდა იგეგმება. Nebius-ი, Microsoft-ისა და Nvidia-ს სტაბილურ აქციებთან ერთად, პორტფელის დივერსიფიკაციისა და მაღალი შემოსავლის მიღების კარგ შესაძლებლობას იძლევა.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

MINISO-მ კვარტალური მოგებისა და შემოსავლის პროგნოზებს გადააჭარბა

საცალო ვაჭრობის კომპანიამ მესამე კვარტალში შემოსავალი წლიურად 14.3%-ით გაზარდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი MINISO-ს ბრენდი იყო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

Disney-ის შემოსავალი 16%-ით გაიზარდა

გასულ კვარტალში გასართობი გიგანტის როგორც სტრიმინგის, ისე გასართობი პარკებისა და სპორტული მიმართულებების შედეგები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 2027 წლის ბოლომდე 3%-ზე მაღლა შენარჩუნდება

ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროკომისია ეკონომიკურ ზრდას 1.2%-ის ფარგლებში პროგნოზირებს, სახელმწიფო დეფიციტი კი 3%-იან ზღვარს გადააჭარბებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე