გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
განათლება

ტრამპთან დაკავშირებული კრიპტოკომპანია ჩინურ ხელოვნური ინტელექტის სტარტაპთან თანამშრომლობს

მარიამ ქადარია19 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
ტრამპთან დაკავშირებული კრიპტოკომპანია ჩინურ ხელოვნური ინტელექტის სტარტაპთან თანამშრომლობს

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილმა კრიპტოკომპანიამ World Liberty Financial-მა პარტნიორობა დაიწყო ჰონგ-კონგურ ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ WorldClaw-თან. შეთანხმებამ ყურადღება მიიპყრო, რადგან WorldClaw მომხმარებლებს წვდომას სთავაზობს ისეთ ჩინურ ხელოვნური ინტელექტის მოდელებზე, რომლებსაც აშშ-ის ხელისუფლება ეროვნული უსაფრთხოების რისკად მიიჩნევს.

თანამშრომლობის ფარგლებში World Liberty-ის სტაბილკოინი USD1 WorldClaw-ის პლატფორმაზე ხელოვნური ინტელექტის მოდელებით სარგებლობის საფასურის გადასახდელად გამოიყენება. World Liberty-სა და WorldClaw-ს ერთმანეთთან რაიან ფანგიც აკავშირებს. ის World Liberty-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, WorldClaw-ში კი მრჩევლის პოზიციას იკავებს. პროექტის პოპულარიზაციაში დონალდ ტრამპის შვილები, დონალდ ტრამპ უმცროსი და ერიკ ტრამპიც მონაწილეობენ.

WorldClaw-ის პლატფორმაზე ხელმისაწვდომია 90 ხელოვნური ინტელექტის მოდელი, მათგან 43 ჩინური კომპანიების, მათ შორის Alibaba-ს, Baidu-სა და Z.ai-ის მიერ არის შექმნილი. ამავე პლატფორმაზე წარმოდგენილია OpenAI-ისა და Anthropic-ის მოდელებიც.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვები განსაკუთრებით მას შემდეგ გაჩნდა, რაც Z.ai 2025 წელს აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის სანქცირებულ კომპანიათა სიაში მოხვდა. მიმდინარე წელს კი პენტაგონმა Alibaba და Baidu იმ ჩინურ კომპანიებს შორის დაასახელა, რომლებთან თანამშრომლობაც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისთვის აკრძალულია.

World Liberty-ის წარმომადგენლის, დევიდ ვოჩსმანის განცხადებით, WorldClaw დამოუკიდებელი კომპანიაა და ჩინური და ამერიკული AI მოდელების ერთ პლატფორმაზე შეთავაზება ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში გავრცელებული პრაქტიკაა.

ჯერჯერობით უცნობია, რა ფინანსურ სარგებელს იღებს ტრამპის ოჯახი ამ თანამშრომლობიდან, რადგან მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების პირობები საჯარო არ არის.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Nike-ის აქციები თითქმის 9%-ით დაეცა: შემოსავალმა მოლოდინს ვერ მიაღწია
საფონდო2 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Nike-ის აქციები თითქმის 9%-ით დაეცა: შემოსავალმა მოლოდინს ვერ მიაღწია

Nike-ის აქციები წინასაბაზრო ვაჭრობაში თითქმის 9%-ით დაეცა. კომპანიამ ერთ აქციაზე 48-ცენტიანი კორექტირებული მოგებით პროგნოზს გადააჭარბა, თუმცა $11.21 მილიარდის შემოსავალი მოლოდინზე დაბალი აღმოჩნდა და Nike-მა ფისკალური 2027 წლისთვის შემოსავლის მაღალი ერთნიშნა პროცენტული შემცირება ივარაუდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Paramount Skydance-ისა და Warner Bros Discovery-ის გაერთიანებულ კომპანიას Skydance ერქმევა
საფონდო2 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Paramount Skydance-ისა და Warner Bros Discovery-ის გაერთიანებულ კომპანიას Skydance ერქმევა

Paramount Skydance-ისა და Warner Bros Discovery-ის $110 მილიარდიანი გარიგების დასრულების შემდეგ გაერთიანებულ კომპანიას Skydance ერქმევა. CEO დევიდ ელისონის განცხადებით, გადაწყვეტილება Paramount-ისა და Warner Bros-ის დამოუკიდებელი ბრენდების შესანარჩუნებლად მიიღეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Evercore: Meta-სა და Alphabet-ის სარეკლამო შემოსავლების მოკლევადიანი პერსპექტივა დადებითია
საფონდო2 ოქტ. 20265 წთ კითხვა

Evercore: Meta-სა და Alphabet-ის სარეკლამო შემოსავლების მოკლევადიანი პერსპექტივა დადებითია

Evercore-ის გამოკითხვის მიხედვით, ციფრული რეკლამის ბაზარი კვლავ მდგრადია, თუმცა კომპანიები ბიუჯეტებს ძირითადად უკეთესი შედეგების მქონე პლატფორმებზე გადაანაწილებენ. სააგენტოების შეფასებით, მოკლევადიან პერსპექტივაში ყველაზე პოზიტიური სარეკლამო ტენდენციები Meta-სა და Alphabet-ზე შეინიშნება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე