გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Unitree შანხაის ბირჟაზე აქციების განთავსებისთვის ემზადება

მარიამ ქადარია5 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
Unitree შანხაის ბირჟაზე აქციების განთავსებისთვის ემზადება

ჩინური რობოტექნიკის კომპანია Unitree Technology შანხაის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებისთვის ემზადება. ვარაუდობენ, რომ კომპანიის საბაზრო ღირებულება 7,4 მილიარდ დოლარს, ანუ 50 მილიარდ იუანს გადააჭარბებს.

ჰანჯოუში ბაზირებული Unitree Technology, რომელიც ბაზარზე ისეთ გიგანტებს უწევს კონკურენციას, როგორიცაა Tesla და Boston Dynamics, აქციების პირველადი განთავსების (IPO) მეშვეობით 4,2 მილიარდი იუანის მოზიდვას გეგმავს ინოვაციებისა და წარმოების გასაფართოვებლად. Citic Securities-ის პროგნოზით, დალისტვიდან ექვსი-თორმეტი თვის განმავლობაში კომპანიის საბაზრო ღირებულება 50,6-დან 55,9 მილიარდ იუანამდე მიაღწევს.

Unitree მსოფლიოში ცნობილია, როგორც მაღალტექნოლოგიური ოთხფეხა და ზოგადი დანიშნულების ჰუმანოიდური რობოტების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი. ვინაიდან რობოტექნიკის დარგი ჩინეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, კომპანიის განვითარება ჩინეთსა და აშშ-ს შორის არსებული ტექნოლოგიური მეტოქეობის ფონზე მიმდინარეობს.

მიმდინარე წლის ივნისში ვაშინგტონმა Unitree იმ კომპანიების სიაში შეიყვანა, რომლებიც, მისი მოსაზრებით, ჩინეთის სამხედრო სექტორს უწევენ დახმარებას, რის გამოც კომპანიას ამერიკულ ბაზარზე გარკვეული შეზღუდვები დაუწესდა. Unitree აქციების ფასს ხუთშაბათს დაადგენს, ინვესტორებისგან განაცხადების მიღება კი პარასკევიდან დაიწყება.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

MINISO-მ კვარტალური მოგებისა და შემოსავლის პროგნოზებს გადააჭარბა

საცალო ვაჭრობის კომპანიამ მესამე კვარტალში შემოსავალი წლიურად 14.3%-ით გაზარდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი MINISO-ს ბრენდი იყო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

Disney-ის შემოსავალი 16%-ით გაიზარდა

გასულ კვარტალში გასართობი გიგანტის როგორც სტრიმინგის, ისე გასართობი პარკებისა და სპორტული მიმართულებების შედეგები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 2027 წლის ბოლომდე 3%-ზე მაღლა შენარჩუნდება

ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროკომისია ეკონომიკურ ზრდას 1.2%-ის ფარგლებში პროგნოზირებს, სახელმწიფო დეფიციტი კი 3%-იან ზღვარს გადააჭარბებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე