გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები იზრდება - ინვესტორები Fed-ისა და გლობალური განაკვეთების ზრდას აფასებენ

ნუცა ტყეშელაშვილი18 სექტემბერი, 20262 წთ კითხვა
აშშ-ის საფონდო ფიუჩერსები იზრდება - ინვესტორები Fed-ისა და გლობალური განაკვეთების ზრდას აფასებენ

აშშ-ის საფონდო ინდექსების ფიუჩერსები პარასკევს ზომიერად გაიზარდა, რადგან ინვესტორები ოთხშაბათს ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდის შემდეგ საფონდო ბაზარზე განვითარებულ რალის აფასებენ. პარალელურად, ყურადღების ცენტრში იაპონიის ცენტრალური ბანკის მიერ განაკვეთის 31-წლიან მაქსიმუმამდე გაზრდა მოექცა.

ვაჭრობის დაწყებამდე Dow Jones-ის ფიუჩერსები თითქმის უცვლელი იყო, S&P 500-ის ფიუჩერსები 11 პუნქტით, ანუ 0.1%-ით გაიზარდა, ხოლო Nasdaq 100-ის ფიუჩერსები 108 პუნქტით, ანუ 0.4%-ით მოიმატა.

წინა სავაჭრო სესიაზე უოლ-სტრიტის მთავარმა ინდექსებმა მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. S&P 500 დაახლოებით 1.1%-ით, ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთული Nasdaq Composite 1.7%-ით, ხოლო Dow Jones Industrial Average 0.6%-ით გაიზარდა. მიმდინარე ბაზრის დინამიკას ასევე ხელს უწყობს ნავთობისა და სახაზინო ობლიგაციების სარგებლის შემცირება.

მიუხედავად იმისა, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები, როგორც წესი, აქციების მიმზიდველობას ამცირებს, ინვესტორების ნაწილმა Fed-ის ამ კვირის მკაცრი გადაწყვეტილება ინფლაციასთან ბრძოლის მზაობის ნიშნად აღიქვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენერგიის ფასებით გამოწვეული ინფლაციური წნეხი, რომელიც ბოლო პერიოდში გლობალური ცენტრალური ბანკებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა.

ბაზრის მონაწილეები ასევე აფასებენ Fed-ის დამოუკიდებლობის საკითხს, რომელიც ბოლო პერიოდში პოლიტიკური დებატების საგანი გახდა. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არაერთხელ მოუწოდებდა ცენტრალურ ბანკს საპროცენტო განაკვეთების მკვეთრად შემცირებისკენ, თუმცა Fed-მა ოთხშაბათს განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა და სამიზნე დიაპაზონი 3.75%-4.00%-მდე აიყვანა.

ამასთან, პარასკევს ინვესტორების ყურადღება იაპონიის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებაზეც იყო მიმართული. Bank of Japan-მა (BOJ) განაკვეთი 1%-დან 1.25%-მდე გაზარდა, რაც 31 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი დონეა. გადაწყვეტილებას საბჭოს შვიდმა წევრმა დაუჭირა მხარი, ორმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

ეს BOJ-ისთვის მიმდინარე წელს მეორე, ხოლო 2024 წლის მარტიდან უკვე მეექვსე განაკვეთის ზრდაა. გადაწყვეტილება გლობალური ინფლაციური წნეხის გაძლიერების ფონზე მიიღეს, განსაკუთრებით ნავთობის მაღალი ფასებისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო.

Deutsche Bank-ის ანალიტიკოსების შეფასებით, Fed-ის ოთხშაბათის და ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) წინა კვირის გადაწყვეტილებების შემდეგ, გლობალური ეკონომიკა კვლავ სინქრონიზებული მონეტარული გამკაცრების ციკლში შედის. მათი თქმით, სამივე ცენტრალური ბანკის მხრიდან დამატებითი განაკვეთის ზრდა მომავალშიც არის შესაძლებელი.

ამასთან, BOJ-ის გადაწყვეტილებამ იაპონური იენის გამყარება ვერ გამოიწვია. ბაზრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს განაკვეთის შემდგომი ზრდების მიმართ შედარებით ფრთხილ ტონზე და საბჭოს ორი წევრის წინააღმდეგ მიცემულ ხმაზე.

აშშ-ის საფონდო ბაზრისთვის პარასკევის ვაჭრობა ასევე მნიშვნელოვანია კვარტალური „ოთხმაგი ვადაგასვლის“ გამო, როდესაც საფონდო ინდექსების ფიუჩერსებისა და ოფციონების, ასევე ცალკეული აქციების ოფციონების ვადა ერთდროულად იწურება. ასეთ დღეებში ვაჭრობის მოცულობა და ფასების მერყეობა შესაძლოა გაიზარდოს.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

ანალიზი3 ნოე. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის არჩევნებმა შესაძლოა ტექნოლოგიური სექტორის წესები შეცვალოს

აშშ-ში 3 ნოემბერს შუალედური არჩევნები გაიმართება. შედეგზეა დამოკიდებული, რომელი პარტია გააკონტროლებს კონგრესს და რა წესები იმოქმედებს მომავალში ტექნოლოგიურ კომპანიებზე, სახელმწიფო ხარჯებსა და ბიუჯეტზე.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო3 ნოე. 20261 წთ კითხვა

ინგლისის ბანკი განაკვეთს სავარაუდოდ 4%-მდე გაზრდის

ინგლისის ბანკი ხუთშაბათს ძირითად საპროცენტო განაკვეთს სავარაუდოდ 3.75%-დან 4%-მდე გაზრდის. ეს 2023 წლის აგვისტოს შემდეგ პირველი ზრდა იქნება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო3 ნოე. 20261 წთ კითხვა

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა $81.3 მილიარდის მოკლევადიანი სესხები გასცა

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ქვეყნის ბანკებს 541 მილიარდი იუანი, ანუ დაახლოებით 81.3 მილიარდი დოლარი, ერთდღიანი სესხების სახით გამოუყო. ამავე დროს, ბანკმა საპროცენტო პოლიტიკაშიც ცვლილება შეიტანა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე