გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

აშშ-ში ინფლაციამ მოსალოდნელზე მეტად მოიმატა — Fed-ის მიერ განაკვეთის ზრდის მოლოდინი გაძლიერდა

ნუცა ტყეშელაშვილი26 აგვისტო, 20262 წთ კითხვა
აშშ-ში ინფლაციამ მოსალოდნელზე მეტად მოიმატა — Fed-ის მიერ განაკვეთის ზრდის მოლოდინი გაძლიერდა

აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდის არგუმენტმა გარკვეულწილად მოიკრიბა ძალა მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს გამოქვეყნებულმა ოფიციალურმა მონაცემებმა ივლისში ინფლაციის მოსალოდნელზე ოდნავ მაღალი დონე აჩვენა.

აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის მონაცემებით, პირადი სამომხმარებლო ხარჯების ფასების ინდექსი (PCE), რომელსაც Fed ინფლაციის ძირითად საზომად იყენებს, ივლისში წლიურად 3.7%-ით გაიზარდა, ივნისში დაფიქსირებული 3.6%-ის შემდეგ. მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ფედერალური რეზერვის 2%-იან სამიზნე დონეს.

ამასთან, Core PCE, რომელიც საკვებისა და ენერგიის ფასების მერყეობას გამორიცხავს და საბაზისო ინფლაციურ წნეხს უკეთ ასახავს, წლიურად 3.3%-ზე დარჩა, რაც ივნისის მაჩვენებლის იდენტურია. ეს მიუთითებს, რომ ძირითადი ინფლაციური წნეხი ჯერ კიდევ არ მცირდება.

Federal Reserve-ს დეკემბრიდან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 3.50%-3.75%-ის ფარგლებში აქვს შენარჩუნებული. Fed-ის თავმჯდომარე კევინ უორშმა არაერთხელ განაცხადა, რომ მიზნობრივ დონეზე მაღალი ინფლაციის შემცირება აუცილებელია, თუმცა მას ჯერ არ დაუკონკრეტებია, მიიჩნევს თუ არა განაკვეთის ზრდას ამისთვის აუცილებელ ნაბიჯად.

ახალი მონაცემები გარკვეულწილად ეწინააღმდეგება ბოლო თვეების სხვა ინფლაციურ მაჩვენებლებს, რომლებმაც სამომხმარებლო ფასების ზრდის შენელება აჩვენა.

Navy Federal Credit Union-ის მთავარი ეკონომისტის, ჰიზერ ლონგის, შეფასებით, აშშ-ს კვლავ აქვს ინფლაციის პრობლემა. მისი თქმით, ახალი მონაცემები Fed-ს ჯერ კიდევ აძლევს შესაძლებლობას, დაელოდოს დამატებით ინფორმაციას, თუმცა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს უფრო მკაფიოდ მოუწევს იმის განმარტება, თუ რომელ მაჩვენებლებს აკვირდება და რა პირობებში იქნება განაკვეთის გაზრდა საჭირო.

ბაზრის მოლოდინებიც შეიცვალა. Fed Funds-ის ფიუჩერსების მიხედვით, სექტემბერში საპროცენტო განაკვეთის ზრდის ალბათობა დაახლოებით 44%-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც ინფლაციის მონაცემების გამოქვეყნებამდე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 36% იყო.

ამასთან, ტრეიდერები პრაქტიკულად დარწმუნებულნი არიან, რომ წლის ბოლომდე Fed-ის განაკვეთი მინიმუმ ერთხელ გაიზრდება

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო24 ნოე. 20262 წთ კითხვა

Fed-ის შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა დეკემბერში განაკვეთის გაზრდა იყოს

ფედერალურ სარეზერვო სისტემაში დისკუსია უკვე არა დამატებითი გამკაცრების აუცილებლობას, არამედ მისი ტემპისა და მასშტაბის განსაზღვრას ეხება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი24 ნოე. 20262 წთ კითხვა

Nvidia-ს პარტნიორები აზიაში ჯენსენის დაბრუნებას მიესალმებიან

Nvidia-ს მიერ მხარდაჭერილი სტარტაპები მიიჩნევენ, რომ ჰუანგის დაბრუნება კომპანიის მომავალთან დაკავშირებულ გაურკვევლობას შეამცირებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო24 ნოე. 20261 წთ კითხვა

Tullow Oil-ის აქციები 14.5%-ით გაიზარდა

ნავთობკომპანია Tullow Oil-მა განის მთავრობასთან ორი საგადასახადო საარბიტრაჟო დავის მოგვარებაზე შეთანხმებას მიაღწია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე