გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Xiaohongshu-ს საბაზრო ღირებულება 70 მილიარდ დოლარამდე იზრდება

მარიამ ქადარია17 ივნისი, 20261 წთ კითხვა
Xiaohongshu-ს საბაზრო ღირებულება 70 მილიარდ დოლარამდე იზრდება

ჩინური სოციალური პლატფორმა Xiaohongshu, რომელიც საერთაშორისო დონეზე RedNote-ის სახელით არის ცნობილი, ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის (IPO) ემზადება. კომპანიის მიზანია, რომ მისმა საბაზრო ღირებულებამ 70 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბოს, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა წინა კერძო ტრანზაქციებთან შედარებით, როდესაც პლატფორმა 50 მილიარდ დოლარად შეფასდა.

წინასწარი მონაცემებით, კომპანია ბირჟაზე გასვლას მიმდინარე წლის ბოლოსთვის გეგმავს, რაზეც მოლაპარაკებები ინვესტორებთან და ისეთ ფინანსურ მრჩევლებთან მიმდინარეობს, როგორიცაა ჩინეთის სახელმწიფო საინვესტიციო ბანკი.

კომპანიის ფინანსური შედეგები უმჯობესდება. მოსალოდნელია, რომ 2026 წელს მისი წმინდა მოგება 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. შედარებისთვის, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 2 მილიარდ დოლარზე მეტი იყო. კომპანია 2013 წელს დაარსდა და ის დღეს ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმაა, რომელიც ყოველთვიურად 400 მილიონზე მეტ აქტიურ მომხმარებელს აერთიანებს. მომხმარებლები პლატფორმაზე არა მხოლოდ სხვადასხვა პროდუქტისა და ტენდენციის შესახებ ინფორმაციას იღებენ, არამედ სასურველი ნივთების შეძენაც შეუძლიათ. აშშ-ში მის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა TikTok-ის გარშემო არსებული გაურკვევლობის ფონზე.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

MINISO-მ კვარტალური მოგებისა და შემოსავლის პროგნოზებს გადააჭარბა

საცალო ვაჭრობის კომპანიამ მესამე კვარტალში შემოსავალი წლიურად 14.3%-ით გაზარდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი MINISO-ს ბრენდი იყო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

Disney-ის შემოსავალი 16%-ით გაიზარდა

გასულ კვარტალში გასართობი გიგანტის როგორც სტრიმინგის, ისე გასართობი პარკებისა და სპორტული მიმართულებების შედეგები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 2027 წლის ბოლომდე 3%-ზე მაღლა შენარჩუნდება

ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროკომისია ეკონომიკურ ზრდას 1.2%-ის ფარგლებში პროგნოზირებს, სახელმწიფო დეფიციტი კი 3%-იან ზღვარს გადააჭარბებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე