გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

40 წლის შემდეგ აშშ-ში საუდის არაბეთიდან ნავთობის იმპორტი პირველად შეწყდა

მარიამ ქადარია7 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
40 წლის შემდეგ აშშ-ში საუდის არაბეთიდან ნავთობის იმპორტი პირველად შეწყდა

1985 წლის შემდეგ პირველად, აშშ-ს მთელი ივლისის განმავლობაში საუდის არაბეთისგან ერთი ბარელი ნავთობიც კი არ მიუღია. აღნიშნული ვაშინგტონსა და თეირანს შორის გამწვავებულმა დაპირისპირებამ გამოიწვია. რეგიონში არსებულმა კონფლიქტურმა ვითარებამ სპარსეთის ყურეში ნავთობის ტრანსპორტირება ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა.

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, ივლისში საუდის არაბეთიდან ნავთობის მიწოდება სრულად შეწყდა. წლის დასაწყისში კი ამერიკული გადამამუშავებელი კომპანიები დღეში საშუალოდ 800 000 ბარელზე მეტ საუდურ ნავთობს ყიდულობდნენ.

საუდის არაბეთიდან მიწოდების შეწყვეტა განსაკუთრებით იმ კომპანიებს შეეხო, რომლებიც ამ ქვეყნის ნავთობს დიდი რაოდენობით იყენებენ, მათ შორის Chevron-სა და PBF Energy-ს. მათ შორისაა Motiva Enterprises-იც, რომელიც ტეხასში აშშ-ის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მართავს. კომპანია საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიას ეკუთვნის და ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან მიღებულ ნავთობს ამუშავებს.

საუდის არაბეთიდან მიწოდების შეწყვეტის ფონზე, აშშ-მა ვენესუელიდან ნავთობის შესყიდვა მნიშვნელოვნად გაზარდა. თუ წლის დასაწყისში იმპორტი დღეში დაახლოებით 100 000 ბარელს შეადგენდა, ივლისში ეს მაჩვენებელი 600 000 ბარელამდე გაიზარდა.

წარსულში ყოფილა შემთხვევები, როდესაც საუდის არაბეთიდან ნავთობის მიწოდება რამდენიმე დღით შეჩერდა, თუმცა ივლისი პირველი სრული თვე იყო ასეთი იმპორტის გარეშე, თუმცა Kpler-ის პროგნოზით, აგვისტოში მიწოდება აღდგება და დღეში დაახლოებით 300 000 ბარელს მიაღწევს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო5 ნოე. 20261 წთ კითხვა

Mitsui Chemicals-მა შესაძლოა JSR $8.2 მილიარდად შეიძინოს

იაპონიის სახელმწიფო ფონდი Japan Investment Corp მის საკუთრებაში არსებული JSR-ის გაყიდვას განიხილავს. კომპანიის შეძენით Mitsui Chemicals არის დაინტერესებული. გარიგების ღირებულებამ შესაძლოა 8.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო5 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 4%-მდე გაიზარდა

ევროზონაში წლიურმა ინფლაციამ ოქტომბერში 4%-ს მიაღწია, სექტემბერში კი 3.8% იყო. ეს ბოლო სამი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ფასების ზრდაზე ყველაზე მეტად ენერგიისა და საკვების გაძვირებამ იმოქმედა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
საფონდო5 ნოე. 20261 წთ კითხვა

ამერიკული ჯგუფი ლუკოილის $22-მილიარდიანი აქტივების შეძენას გეგმავს

ამერიკელი მილიარდერის, ტოდ ბოჰლის ხელმძღვანელობით შექმნილი ჯგუფი ლუკოილის უცხოური აქტივების შეძენაზე მუშაობს. საუბარია ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში მდებარე ნავთობის საბადოებზე, გადამამუშავებელ ქარხნებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე, რომლებიც თავდაპირველად დაახლოებით 22 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

მარიამ ქადარიაწაიკითხე