გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

ამერიკული ჯგუფი ლუკოილის $22-მილიარდიანი აქტივების შეძენას გეგმავს

მარიამ ქადარია5 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
ამერიკული ჯგუფი ლუკოილის $22-მილიარდიანი აქტივების შეძენას გეგმავს

ამერიკელი მილიარდერის, ტოდ ბოჰლის ხელმძღვანელობით შექმნილი ჯგუფი ლუკოილის უცხოური აქტივების შეძენაზე მუშაობს. საუბარია ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში მდებარე ნავთობის საბადოებზე, გადამამუშავებელ ქარხნებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე, რომლებიც თავდაპირველად დაახლოებით 22 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

ჯგუფის სახელით მოქმედმა ბანკმა დასავლურ ფონდებში გაყინული ლუკოილის ფასიანი ქაღალდები უკვე შეიძინა, თანაც მათი თავდაპირველი ღირებულების დაახლოებით 30%-ად. გეგმის მიხედვით, ამ ფასიანი ქაღალდების სანაცვლოდ ჯგუფი ლუკოილის უცხოურ აქტივებს მიიღებს.

ჯგუფში არაბთა გაერთიანებული საამიროების რამდენიმე კომპანია და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციაც მონაწილეობენ. შეთანხმება შესაძლოა რამდენიმე კვირაში გაფორმდეს.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო5 ნოე. 20261 წთ კითხვა

Mitsui Chemicals-მა შესაძლოა JSR $8.2 მილიარდად შეიძინოს

იაპონიის სახელმწიფო ფონდი Japan Investment Corp მის საკუთრებაში არსებული JSR-ის გაყიდვას განიხილავს. კომპანიის შეძენით Mitsui Chemicals არის დაინტერესებული. გარიგების ღირებულებამ შესაძლოა 8.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო5 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 4%-მდე გაიზარდა

ევროზონაში წლიურმა ინფლაციამ ოქტომბერში 4%-ს მიაღწია, სექტემბერში კი 3.8% იყო. ეს ბოლო სამი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ფასების ზრდაზე ყველაზე მეტად ენერგიისა და საკვების გაძვირებამ იმოქმედა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
საფონდო5 ნოე. 20261 წთ კითხვა

Qualcomm Starlink Mobile-ის ქსელისთვის მოწყობილობებს შექმნის

Qualcomm-მა SpaceX-თან მრავალწლიანი შეთანხმება გააფორმა. კომპანია Starlink Mobile-ის დაგეგმილი მობილური ქსელისთვის ანძების მოწყობილობებსა და საჭირო პროგრამულ უზრუნველყოფას შექმნის.

მარიამ ქადარიაწაიკითხე