Qualcomm Starlink Mobile-ის ქსელისთვის მოწყობილობებს შექმნის

Qualcomm-მა SpaceX-თან მრავალწლიანი შეთანხმება გააფორმა. კომპანია Starlink Mobile-ის დაგეგმილი მობილური ქსელისთვის ანძების მოწყობილობებსა და საჭირო პროგრამულ უზრუნველყოფას შექმნის.
SpaceX ქვეყანაში საკუთარი მობილური ქსელის შექმნას ცდილობს. გეგმა სატელიტური კავშირის მიწისზედა ანძებთან გაერთიანებას ითვალისწინებს, რაც კომპანიას AT&T-სთან, Verizon-სა და T-Mobile-თან კონკურენციის საშუალებას მისცემს.
Qualcomm-ისთვის ეს მობილური ქსელების მიმართულებით ყველაზე დიდი კონტრაქტია. გარიგების თანხა არ დასახელებულა. კომპანია ამ გზით სმარტფონების ჩიპების გარდა სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების ბაზარზეც გაფართოებას ცდილობს.
წყარო: Reuters
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.





