გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Mitsui Chemicals-მა შესაძლოა JSR $8.2 მილიარდად შეიძინოს

მარიამ ქადარია5 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
Mitsui Chemicals-მა შესაძლოა JSR $8.2 მილიარდად შეიძინოს

იაპონიის სახელმწიფო ფონდი Japan Investment Corp მის საკუთრებაში არსებული JSR-ის გაყიდვას განიხილავს. კომპანიის შეძენით Mitsui Chemicals არის დაინტერესებული. გარიგების ღირებულებამ შესაძლოა 8.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს.

JSR ჩიპების წარმოებისთვის საჭირო სპეციალურ მასალებს აწარმოებს. ისინი გამოიყენება ჩიპის სქემის სილიციუმის ფირფიტაზე გადასატანად. იაპონიის სახელმწიფო ფონდმა კომპანია ორი წლის წინ დაახლოებით 900 მილიარდ იენად შეიძინა.

Mitsui Chemicals ადასტურებს, რომ JSR-ის შეძენას განიხილავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. პასუხი სავარაუდოდ ნოემბრის ბოლომდე გახდება ცნობილი.

შესაძლო გარიგების ღირებულება თავად Mitsui Chemicals-ის საბაზრო ფასს აღემატება, კომპანიას კი მნიშვნელოვანი ვალიც აქვს. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მისი აქციები 13%-ით გაიაფდა.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო5 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 4%-მდე გაიზარდა

ევროზონაში წლიურმა ინფლაციამ ოქტომბერში 4%-ს მიაღწია, სექტემბერში კი 3.8% იყო. ეს ბოლო სამი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ფასების ზრდაზე ყველაზე მეტად ენერგიისა და საკვების გაძვირებამ იმოქმედა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
საფონდო5 ნოე. 20261 წთ კითხვა

ამერიკული ჯგუფი ლუკოილის $22-მილიარდიანი აქტივების შეძენას გეგმავს

ამერიკელი მილიარდერის, ტოდ ბოჰლის ხელმძღვანელობით შექმნილი ჯგუფი ლუკოილის უცხოური აქტივების შეძენაზე მუშაობს. საუბარია ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში მდებარე ნავთობის საბადოებზე, გადამამუშავებელ ქარხნებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე, რომლებიც თავდაპირველად დაახლოებით 22 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
საფონდო5 ნოე. 20261 წთ კითხვა

Qualcomm Starlink Mobile-ის ქსელისთვის მოწყობილობებს შექმნის

Qualcomm-მა SpaceX-თან მრავალწლიანი შეთანხმება გააფორმა. კომპანია Starlink Mobile-ის დაგეგმილი მობილური ქსელისთვის ანძების მოწყობილობებსა და საჭირო პროგრამულ უზრუნველყოფას შექმნის.

მარიამ ქადარიაწაიკითხე