გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
AI ტექნოლოგია

Anthropic-ისთვის საჭირო ჩიპების შეძენას $63 მილიარდით დააფინანსებენ

მარიამ ქადარია28 ოქტომბერი, 20261 წთ კითხვა
Anthropic-ისთვის საჭირო ჩიპების შეძენას $63 მილიარდით დააფინანსებენ

Bank of America, Citigroup, Morgan Stanley და Blackstone Anthropic-ისთვის Broadcom-ის ჩიპებისა და ქსელური მოწყობილობების შეძენას 63 მილიარდ დოლარამდე დააფინანსებენ. ეს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკრედიტო გარიგება იქნება.

გარიგებისთვის ცალკე კომპანია შეიქმნება, რომელიც Broadcom-ის მოწყობილობებს შეიძენს და შემდეგ Anthropic-ს იჯარით გადასცემს. მიწოდება 2027 წლიდან დაიწყება.

საერთო თანხიდან დაახლოებით 43.5 მილიარდ დოლარს Bank of America, Citi და Morgan Stanley გასცემენ. დაფინანსების დარჩენილ ნაწილში Blackstone-იც მიიღებს მონაწილეობას.

Broadcom კრედიტორებს დამატებით გარანტიასაც სთავაზობს იმ შემთხვევისთვის, თუ შეძენილი მოწყობილობები მომავალში მნიშვნელოვნად გაუფასურდება. Moody’s-ის შეფასებით, მოკლე პერიოდში რამდენიმე ასეთი მსხვილი გარიგების გაფორმებამ შესაძლოა Broadcom-ის ფინანსური რისკები გაზარდოს.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

S&P Global ბიზნესის ნაწილის ცალკე კომპანიად გამოყოფას განიხილავს
საფონდო28 ოქტ. 20261 წთ კითხვა

S&P Global ბიზნესის ნაწილის ცალკე კომპანიად გამოყოფას განიხილავს

S&P Global განიხილავს, Capital IQ და მასთან დაკავშირებული მონაცემთა სერვისები ცალკე კომპანიად გამოყოს. ეს მიმართულებები ამჟამად კომპანიის Market Intelligence ბიზნესში შედის.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Applied Materials Besi-ში წილს 20%-მდე ზრდის
საფონდო28 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Applied Materials Besi-ში წილს 20%-მდე ზრდის

ამერიკული Applied Materials ნიდერლანდურ BE Semiconductor Industries-ში (Besi) საკუთარ წილს დაახლოებით 20%-მდე გაზრდის. ორივე კომპანია ნახევარგამტარების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიებზე მუშაობს და წლებია თანამშრომლობს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
OPEC+ დეკემბრისთვის ნავთობის მოპოვების კვოტების შეცვლას არ გეგმავს
მაკრო28 ოქტ. 20261 წთ კითხვა

OPEC+ დეკემბრისთვის ნავთობის მოპოვების კვოტების შეცვლას არ გეგმავს

OPEC+-ის წამყვანი ქვეყნები დეკემბრისთვის ნავთობის მოპოვების კვოტების უცვლელად დატოვებას განიხილავენ. საბოლოო გადაწყვეტილებას კვირას დაგეგმილ ონლაინშეხვედრაზე მიიღებენ.

მარიამ ქადარიაწაიკითხე