გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Anthropic-მა ისტორიაში ყველაზე დიდი IPO განახორციელა

მარიამ ქადარია20 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
Anthropic-მა ისტორიაში ყველაზე დიდი IPO განახორციელა

Claude-ის შემქმნელმა Anthropic-მა აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებით 81.3 მილიარდი დოლარი მიიღო და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. კომპანიამ ივნისში ბირჟაზე გასული SpaceX-ის შედეგსაც გადააჭარბა და მოწინავე ხელოვნური ინტელექტის პირველი საჯარო კომპანია გახდა.

Anthropic-მა 980 მილიონი აქცია თითო 83 დოლარად გაყიდა. ფასი თავდაპირველად ნავარაუდევ 70-78 დოლარის დიაპაზონზე მაღალი აღმოჩნდა, ძლიერი მოთხოვნის გამო კი გასაყიდი აქციების რაოდენობაც გაიზარდა. შედეგად კომპანიის ღირებულებამ დაახლოებით 1.5 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

Anthropic-მა კიდევ 26 მილიარდი დოლარი კერძო ინვესტორებისგან მიიღო. აქციები Google-მა, Nvidia-მ, Microsoft-მა, AMD-მ, Broadcom-მა, Micron-მა და TSMC-მ შეიძინეს. საჯარო და კერძო გარიგებების საერთო მოცულობამ 107.3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

IPO ხელოვნური ინტელექტის სექტორისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იყო, რადგან ბოლო თვეებში ინვესტორები სულ უფრო ხშირად საუბრობდნენ კომპანიების მაღალ ღირებულებასა და უზარმაზარ ხარჯებზე. Anthropic-ის აქციებზე მოთხოვნამ კი აჩვენა, რომ წამყვანი კომპანიების მიმართ ინტერესი კვლავ ძალიან მაღალია.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო20 ნოე. 20261 წთ კითხვა

L’Oréal Armani-ის 10%-იანი წილის შეძენას განიხილავს

L’Oréal მოდის სახლ Giorgio Armani-ის 10%-იანი წილის შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო20 ნოე. 20261 წთ კითხვა

აშშ-მ აზიაში $17-მილიარდიანი ბიზნესგარიგებები წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ამერიკული კომპანიების მონაწილეობით 17 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების შეთანხმებები წარადგინა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
AI ტექნოლოგია20 ნოე. 20261 წთ კითხვა

ბრიტანეთმა Apple-ს დაშიფრულ მონაცემებზე წვდომა მოსთხოვა

ბრიტანეთის სასამართლომ პირველად ოფიციალურად დაადასტურა, რომ მთავრობამ Apple-ს მომხმარებლების დაშიფრულ მონაცემებზე წვდომა მოსთხოვა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე