გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Apple და Intel აშშ-ში ჩიპების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ - Intel-ის აქციები გაიზარდა

ნუცა ტყეშელაშვილი18 ივნისი, 20262 წთ კითხვა
Apple და Intel აშშ-ში ჩიპების ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ - Intel-ის აქციები გაიზარდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ Apple-მა Intel-თან მიაღწია შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც კომპანიები ჩიპების დიზაინსა და წარმოებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ითანამშრომლებენ.

ტრამპს დეტალები არ გაუმხელია, თუმცა აღნიშნა, რომ ინიციატივა მისი ადმინისტრაციის ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ნახევარგამტარების წარმოების აშშ-ში დაბრუნებას ისახავს მიზნად. განცხადების შემდეგ Intel-ის აქციები პრემარკეტზე 8%-ზე მეტით გაიზარდა.

პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა Intel-ის თანამშრომლობებს სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებთან, მათ შორის Nvidia-სა და ილონ მასკის TerraFab პროექტთან, და აღნიშნა, რომ ისინი ქვეყნის ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის გაძლიერებას ემსახურება.

მედიის ინფორმაციით, Apple-სა და Intel-ს შორის ჩიპების ერთობლივი განვითარების შესახებ წინასწარი შეთანხმება ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში შედგა. თანამშრომლობა შესაძლოა მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდეს Intel-ისთვის, რომელიც ბოლო წლებში ტექნოლოგიური კონკურენტების — განსაკუთრებით TSMC-ისა და Samsung Electronics-ის ფონზე ჩამორჩა მოწინავე ჩიპების წარმოების მიმართულებით.

ტრამპის ადმინისტრაცია Intel-ს შიდა ჩიპწარმოების აღორძინების მთავარ ბენეფიციარად განიხილავს და აქტიურად ცდილობს კომპანიის პოზიციების გამყარებას ამერიკულ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

ანალიზი2 ნოე. 20261 წთ კითხვა

ელექტროენერგიის გაძვირება აშშ-ის შუალედური არჩევნების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა

აშშ-ში ელექტროენერგიის გადასახადები 2024 წლის შემდეგ საშუალოდ 10%-ზე მეტად გაიზარდა. ოჰაიოში მატება 20%-ს აჭარბებს, მაღალი ფასები კი მიჩიგანსა და პენსილვანიაშიც მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. მონაცემთა ცენტრების სწრაფი ზრდის ფონზე ელექტროენერგიის ფასი შუალედური არჩევნების ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური საკითხია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო2 ნოე. 20261 წთ კითხვა

პორტუგალია Galp-ში სახელმწიფო წილის გაზრდას განიხილავს

პორტუგალიის მთავრობა ნავთობკომპანია Galp Energia-ში საკუთარი 8%-იანი წილის გაზრდას განიხილავს. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც კომპანიისა და ესპანური Moeve-ს ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების გაერთიანებაზე მოლაპარაკებები ჩაიშალა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო2 ნოე. 20261 წთ კითხვა

ირანი აშშ-ს ჰორმუზის სრუტის ორ დღეში გახსნას სთავაზობს

ირანი აცხადებს, რომ მზადაა ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა ორ დღეში აღადგინოს, თუ აშშ მის პირობებს დათანხმდება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის თქმით, თავდაპირველად განხილული შვიდდღიანი გეგმის ნაცვლად, ამერიკულმა მხარემ შეთანხმებული ნაბიჯები პირველივე დღეს უნდა გადადგას, ნაოსნობა კი მეორე დღეს აღდგება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე