გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

პორტუგალია Galp-ში სახელმწიფო წილის გაზრდას განიხილავს

მარიამ ქადარია2 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
პორტუგალია Galp-ში სახელმწიფო წილის გაზრდას განიხილავს

პორტუგალიის მთავრობა ნავთობკომპანია Galp Energia-ში საკუთარი 8%-იანი წილის გაზრდას განიხილავს. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც კომპანიისა და ესპანური Moeve-ს ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების გაერთიანებაზე მოლაპარაკებები ჩაიშალა.

გეგმა Galp-ის სინეშის ქარხნის Moeve-ს ორ ესპანურ საწარმოსთან გაერთიანებას ითვალისწინებდა. სინეში პორტუგალიაში ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ობიექტია.

მოლაპარაკებები აშშ-ირანის ომით გამოწვეული გაურკვევლობის ფონზე შეწყდა. კონფლიქტის შემდეგ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ღირებულება გაიზარდა, რამაც გარიგების პირობებზე შეთანხმება გაართულა.

პორტუგალიის ეკონომიკის მინისტრ მანუელ კასტრო ალმეიდას თქმით, სახელმწიფო Galp-ში დამატებითი აქციების შეძენას განიხილავს. მთავრობამ ცოტა ხნის წინ ენერგეტიკულ კომპანია REN-შიც გაზარდა საკუთარი წილი. სახელმწიფო ჰოლდინგმა Parpublica-მ კომპანიაში 5.3% შეიძინა, რის შემდეგაც მთავრობის წილი 19%-მდე გაიზარდა.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Morgan Stanley-მ National Grid ევროპის მსხვილ ენერგოკომპანიებს შორის 2027 წლის ფავორიტად დაასახელა

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, კომუნალური მომსახურების სექტორი ბაზარზე უკეთეს შედეგებს კვლავ აჩვენებს. ზრდის მთავარ წყაროებად ენერგეტიკული უსაფრთხოება, ელექტრიფიკაცია და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ენერგიის მზარდი მოთხოვნა სახელდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო10 ნოე. 20261 წთ კითხვა

Honda-მ წლიური მოგების პროგნოზი გაზარდა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა საოპერაციო მოგების პროგნოზი 20%-ით, წმინდა მოგების კი 25%-ით გაზარდა. მიუხედავად ამისა, მეორე კვარტალში კომპანიის მოგება მკვეთრად შემცირდა ელექტრომობილების ბიზნესის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების გამო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Porsche SE-მ 2026 წლის პირველ ცხრა თვეში €2.8 მილიარდის ზარალი დააფიქსირა

Volkswagen-ის მაკონტროლებელი ჰოლდინგის ფინანსური შედეგები მკვეთრად გაუარესდა. ზარალის მთავარი მიზეზი Volkswagen-ში წილის საბალანსო ღირებულების არანაღდი გაუფასურება გახდა, თუმცა კომპანიის მცირე საინვესტიციო პორტფელმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე