გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

სამხრეთ კორეის ექსპორტი ოქტომბერში თითქმის გაორმაგდა

მარიამ ქადარია2 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
სამხრეთ კორეის ექსპორტი ოქტომბერში თითქმის გაორმაგდა

სამხრეთ კორეის ექსპორტი ოქტომბერში წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 93.7%-ით გაიზარდა და რეკორდულ 115.28 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს 1974 წლის იანვრის შემდეგ ყველაზე სწრაფი ზრდაა.

მთავარი მიზეზი ნახევარგამტარებზე მაღალი მოთხოვნა იყო. ჩიპების ექსპორტი 259.4%-ით, 56.44 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. კომპიუტერების ექსპორტი კი თითქმის ექვსჯერ გაიზარდა, რასაც ხელოვნური ინტელექტის სერვერებზე მოთხოვნა და ტექნოლოგიური კომპანიების მიერ ახალი მონაცემთა ცენტრების მშენებლობა უწყობს ხელს.

ჩინეთში ექსპორტი 133.6%-ით გაიზარდა, აშშ-ში 185.8%-ით, ევროპაში კი 56.4%-ით.

იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით სამხრეთ კორეის ექსპორტმა 930 მილიარდ დოლარს მიაღწია. მთავრობა ელის, რომ წლიური მაჩვენებელი ნოემბერშივე გადააჭარბებს 1 ტრილიონ დოლარს. აქამდე ამ ზღვარს მხოლოდ აშშ, ჩინეთი და გერმანია გასცდნენ.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე