გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
კრიპტო

აშშ Binance-დან მოპარული $1 მილიარდზე მეტის დაბრუნებას ითხოვს

მარიამ ქადარია25 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
აშშ Binance-დან მოპარული $1 მილიარდზე მეტის დაბრუნებას ითხოვს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა Binance-ზე კიბერთავდასხმის დროს მოპარული მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოაქტივების დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა.

ოქტომბერში Binance-დან 6.3 მილიარდი დოლარის კრიპტოაქტივები მოიპარეს. Reuters-ის ცნობით, ეს კრიპტოვალუტის ისტორიაში ყველაზე დიდი ქურდობა იყო.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროსა და Binance-ის ინფორმაციით, თავდასხმის უკან ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული კიბერდაჯგუფებები იდგნენ.

Binance-მა დანაკარგის დიდი ნაწილი საკუთარი რესურსებით დაფარა. კომპანია სხვა კრიპტოპლატფორმებთან ერთად დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის მოპარული აქტივების დაბლოკვაზეც მუშაობდა.

Binance-ის განცხადებით, კომპანიას ზარალის დასაფარად საკმარისი ფინანსური რესურსი ჰქონდა და დამატებითი დაფინანსების მიღება არ დასჭირვებია.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო25 ნოე. 20261 წთ კითხვა

Compass Group-ი აშშ-ის ბირჟაზე გადასვლას განიხილავს

ბრიტანული კვების მომსახურების კომპანია Compass Group-ი აქციონერებთან ლონდონიდან აშშ-ის საფონდო ბირჟაზე გადასვლის საკითხს განიხილავს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
საფონდო25 ნოე. 20261 წთ კითხვა

UBS-ს შესაძლოა დამატებით $16 მილიარდის კაპიტალი დასჭირდეს

შვეიცარიის პარლამენტის ქვედა პალატის კომიტეტმა UBS-ისთვის საბანკო რეგულაციების გამკაცრებას დაუჭირა მხარი.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო25 ნოე. 20261 წთ კითხვა

ვენესუელა $237.5-მილიარდიანი ვალის რესტრუქტურიზაციას ამზადებს

ვენესუელის მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სრული დავალიანება 237.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე