UBS-ს შესაძლოა დამატებით $16 მილიარდის კაპიტალი დასჭირდეს

შვეიცარიის პარლამენტის ქვედა პალატის კომიტეტმა UBS-ისთვის საბანკო რეგულაციების გამკაცრებას დაუჭირა მხარი. ახალი წესით, ბანკს უცხოურ შვილობილ კომპანიებში დაბანდებული თანხის 90%-ის შესაბამისი ძირითადი კაპიტალი უნდა ჰქონდეს.
თუ ცვლილება დამტკიცდება, UBS-ს დამატებით დაახლოებით 16 მილიარდი დოლარის კაპიტალი დასჭირდება. ინიციატივას პარლამენტის ზედა პალატამ უკვე დაუჭირა მხარი, ქვედა პალატა კი საკითხს დეკემბერში განიხილავს.
რეგულაციების გამკაცრების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური 2023 წელს Credit Suisse-ის კრიზისისა და UBS-ის მიერ მისი შეძენის შემდეგ გახდა. შვეიცარიის მთავრობას თავდაპირველად კიდევ უფრო მკაცრი მოთხოვნის დაწესება სურდა.
UBS-ში მიიჩნევენ, რომ ახალი რეგულაცია ბანკს საერთაშორისო კონკურენციაში არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენებს. ხელმძღვანელობა სათავო ოფისის შვეიცარიიდან სხვა ქვეყანაში გადატანის შესაძლებლობასაც განიხილავს.
წყარო: Reuters
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.





