გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Compass Group-ი აშშ-ის ბირჟაზე გადასვლას განიხილავს

მარიამ ქადარია25 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
Compass Group-ი აშშ-ის ბირჟაზე გადასვლას განიხილავს

ბრიტანული კვების მომსახურების კომპანია Compass Group-ი აქციონერებთან ლონდონიდან აშშ-ის საფონდო ბირჟაზე გადასვლის საკითხს განიხილავს. თანხმობის შემთხვევაში ცვლილება 2028 წელს განხორციელდება, თუმცა კომპანიის აქციებით ვაჭრობა ლონდონშიც გაგრძელდება.

ამის მთავარი მიზეზი კომპანიის საქმიანობაში ჩრდილოეთ ამერიკის მზარდი მნიშვნელობაა. ამ რეგიონზე Compass Group-ის საოპერაციო მოგების უკვე 75% მოდის. სექტემბერში დასრულებულ ფინანსურ წელს კომპანიის საოპერაციო მოგება 12%-ით გაიზარდა და 3.75 მილიარდ დოლარს მიაღწია. შემოსავალმა 50.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, ახალი კონტრაქტების საერთო ღირებულება კი 16%-ით, 4.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

Compass Group-ი მომდევნო ორი წლის განმავლობაში საკუთარი აქციების გამოსასყიდად 1.5 მილიარდ დოლარამდე დახარჯვასაც გეგმავს.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

კრიპტო25 ნოე. 20261 წთ კითხვა

აშშ Binance-დან მოპარული $1 მილიარდზე მეტის დაბრუნებას ითხოვს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა Binance-ზე კიბერთავდასხმის დროს მოპარული მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოაქტივების დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
საფონდო25 ნოე. 20261 წთ კითხვა

UBS-ს შესაძლოა დამატებით $16 მილიარდის კაპიტალი დასჭირდეს

შვეიცარიის პარლამენტის ქვედა პალატის კომიტეტმა UBS-ისთვის საბანკო რეგულაციების გამკაცრებას დაუჭირა მხარი.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო25 ნოე. 20261 წთ კითხვა

ვენესუელა $237.5-მილიარდიანი ვალის რესტრუქტურიზაციას ამზადებს

ვენესუელის მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სრული დავალიანება 237.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე