ვენესუელა $237.5-მილიარდიანი ვალის რესტრუქტურიზაციას ამზადებს

ვენესუელის მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სრული დავალიანება 237.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მთავრობა კრედიტორებთან ვალის დაფარვის ახალ პირობებზე შეთანხმებას გეგმავს. ეს შესაძლოა მსოფლიოში ვალის რესტრუქტურიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროცესი გახდეს.
ვენესუელა საერთაშორისო ობლიგაციებზე ვალდებულებებს 2017 წლიდან ვეღარ ასრულებს. მხოლოდ ევრობონდების დავალიანება 110.1 მილიარდ დოლარს შეადგენს, საიდანაც 45.9 მილიარდი წლების განმავლობაში დაგროვილი და გადაუხდელი პროცენტია. 2025 წლის ბოლოს ქვეყნის მთლიანი ვალი მშპ-ის 242%-ს შეადგენდა.
ეკონომიკის აღდგენის გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი ნავთობის მოპოვებას უკავია. მთავრობის პროგნოზით, 2036 წლისთვის ქვეყანა დღეში 2.9 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებს, თუმცა უცხოური ინვესტიციების დაბრუნება რთული იქნება, ვიდრე ვენესუელა კრედიტორებთან არსებული დავალიანების დაფარვის პირობებზე არ შეთანხმდება.
წყარო: Reuters
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.





