გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

აშშ და ჩინეთი ვაჭრობასა და კრიტიკულ მინერალებზე მოლაპარაკებებს მართავენ

მარიამ ქადარია21 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
აშშ და ჩინეთი ვაჭრობასა და კრიტიკულ მინერალებზე მოლაპარაკებებს მართავენ

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი და ჩინეთის ვიცე-პრემიერი ხე ლიფენგი ნიუ-იორკში სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებზე მოლაპარაკებებს მართავენ.

შეხვედრის მთავარი თემებია ტარიფები, კრიტიკული მინერალებით ვაჭრობა და ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.

მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის დაგეგმილ შეხვედრას უსწრებს წინ. მხარეები ასევე განიხილავენ აშშ-ჩინეთის სავაჭრო შეთანხმების გაგრძელებას. მისი მოქმედების ვადა 10 ნოემბერს იწურება.

აშშ-ს სურს, ჩინეთიდან იშვიათი ლითონებისა და სხვა კრიტიკული მინერალების მიწოდება გაიზარდოს. ეს მასალები ნახევარგამტარების, ელექტრომობილებისა და სხვა ტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებისთვის არის საჭირო. დღის წესრიგშია გარკვეულ საქონელზე ტარიფების შემცირებაც და ჩინეთის მიერ ამერიკული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და Boeing-ის თვითმფრინავების შესყიდვის საკითხიც.

შეხვედრა 20 სექტემბერს JPMorgan Chase-ის ნიუ-იორკის ოფისში გაიმართა. მოლაპარაკებებში აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმისონ გრირიც მონაწილეობს.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო5 ნოე. 20261 წთ კითხვა

Mitsui Chemicals-მა შესაძლოა JSR $8.2 მილიარდად შეიძინოს

იაპონიის სახელმწიფო ფონდი Japan Investment Corp მის საკუთრებაში არსებული JSR-ის გაყიდვას განიხილავს. კომპანიის შეძენით Mitsui Chemicals არის დაინტერესებული. გარიგების ღირებულებამ შესაძლოა 8.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო5 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 4%-მდე გაიზარდა

ევროზონაში წლიურმა ინფლაციამ ოქტომბერში 4%-ს მიაღწია, სექტემბერში კი 3.8% იყო. ეს ბოლო სამი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ფასების ზრდაზე ყველაზე მეტად ენერგიისა და საკვების გაძვირებამ იმოქმედა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
საფონდო5 ნოე. 20261 წთ კითხვა

ამერიკული ჯგუფი ლუკოილის $22-მილიარდიანი აქტივების შეძენას გეგმავს

ამერიკელი მილიარდერის, ტოდ ბოჰლის ხელმძღვანელობით შექმნილი ჯგუფი ლუკოილის უცხოური აქტივების შეძენაზე მუშაობს. საუბარია ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში მდებარე ნავთობის საბადოებზე, გადამამუშავებელ ქარხნებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე, რომლებიც თავდაპირველად დაახლოებით 22 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

მარიამ ქადარიაწაიკითხე