გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
განათლება

აშშ-ის მარეგულირებელი Hims & Hers-ს მომხმარებელთა ჯანმრთელობის მონაცემების გაზიარებას ედავება

მარიამ ქადარია30 ივლისი, 20262 წთ კითხვა
აშშ-ის მარეგულირებელი Hims & Hers-ს მომხმარებელთა ჯანმრთელობის მონაცემების გაზიარებას ედავება

აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია Hims & Hers-ის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. უწყების მტკიცებით, ონლაინ სამედიცინო პლატფორმა მომხმარებლებს კონფიდენციალურობის დაცვას ჰპირდებოდა, თუმცა მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას სარეკლამო კომპანიებს, მათ შორის Meta-სა და Snap-ს უზიარებდა.

კომისიის ინფორმაციით, Hims & Hers მომხმარებლების მონაცემებს ვებსაიტზე მათი აქტივობისა და სპეციალური თვალთვალის ტექნოლოგიების საშუალებით აგროვებდა და სარეკლამო კომპანიებს უზიარებდა.

უწყება Hims & Hers-ს გადახდის წესების გამოც ედავება. მისი ინფორმაციით, კომპანია მომხმარებლებს წამლის საფასურს ექიმთან კონსულტაციამდე ახდევინებდა. ხშირ შემთხვევაში მომხმარებელი მხოლოდ კითხვარს ავსებდა, რის შემდეგაც თანხა მალევე ეჭრებოდა.

სარჩელში ასევე საუბარი იქნება გამოწერის გაუქმების სირთულეზე. საქმეს ფედერალურ სავაჭრო კომისიასთან ერთად ლოს-ანჯელესის ოლქი და იუტას შტატიც უერთდებიან.

Hims & Hers ონლაინ სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთი მსხვილი პლატფორმაა. კომპანია მომხმარებლებს წონის დასაკლებ, თმის ცვენის და ფსიქიკური ჯანმრთელობის სამკურნალო პრეპარატებს სთავაზობს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

S&P Global ბიზნესის ნაწილის ცალკე კომპანიად გამოყოფას განიხილავს
საფონდო28 ოქტ. 20261 წთ კითხვა

S&P Global ბიზნესის ნაწილის ცალკე კომპანიად გამოყოფას განიხილავს

S&P Global განიხილავს, Capital IQ და მასთან დაკავშირებული მონაცემთა სერვისები ცალკე კომპანიად გამოყოს. ეს მიმართულებები ამჟამად კომპანიის Market Intelligence ბიზნესში შედის.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Applied Materials Besi-ში წილს 20%-მდე ზრდის
საფონდო28 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Applied Materials Besi-ში წილს 20%-მდე ზრდის

ამერიკული Applied Materials ნიდერლანდურ BE Semiconductor Industries-ში (Besi) საკუთარ წილს დაახლოებით 20%-მდე გაზრდის. ორივე კომპანია ნახევარგამტარების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიებზე მუშაობს და წლებია თანამშრომლობს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
OPEC+ დეკემბრისთვის ნავთობის მოპოვების კვოტების შეცვლას არ გეგმავს
მაკრო28 ოქტ. 20261 წთ კითხვა

OPEC+ დეკემბრისთვის ნავთობის მოპოვების კვოტების შეცვლას არ გეგმავს

OPEC+-ის წამყვანი ქვეყნები დეკემბრისთვის ნავთობის მოპოვების კვოტების უცვლელად დატოვებას განიხილავენ. საბოლოო გადაწყვეტილებას კვირას დაგეგმილ ონლაინშეხვედრაზე მიიღებენ.

მარიამ ქადარიაწაიკითხე