გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
კრიპტო

აშშ-ის სენატმა კრიპტობაზრის რეგულირების კანონპროექტი დაბლოკა

მარიამ ქადარია17 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
აშშ-ის სენატმა კრიპტობაზრის რეგულირების კანონპროექტი დაბლოკა

აშშ-ის სენატმა CLARITY Act-ის განხილვის გაგრძელებას მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტი ციფრული აქტივებისთვის ერთიანი მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნას ითვალისწინებს და მისი მიღება ამერიკული კრიპტოინდუსტრიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება იყო.

პროცედურულ კენჭისყრაზე კანონპროექტს 49 სენატორმა დაუჭირა მხარი, 50 კი წინააღმდეგ წავიდა. განხილვის გასაგრძელებლად 60 ხმა იყო საჭირო.

კანონპროექტს უნდა განესაზღვრა, როგორ ნაწილდება ციფრული აქტივების ზედამხედველობა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიასა და სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიას შორის. საკითხზე შეთანხმებას რამდენიმე თვეა ხელს უშლის უთანხმოება სტეიბლკოინების, საბანკო სექტორისა და საჯარო თანამდებობის პირების კრიპტოაქტივებთან დაკავშირებულ წესებზე.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

ანალიზი2 ნოე. 20261 წთ კითხვა

ელექტროენერგიის გაძვირება აშშ-ის შუალედური არჩევნების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა

აშშ-ში ელექტროენერგიის გადასახადები 2024 წლის შემდეგ საშუალოდ 10%-ზე მეტად გაიზარდა. ოჰაიოში მატება 20%-ს აჭარბებს, მაღალი ფასები კი მიჩიგანსა და პენსილვანიაშიც მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. მონაცემთა ცენტრების სწრაფი ზრდის ფონზე ელექტროენერგიის ფასი შუალედური არჩევნების ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური საკითხია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო2 ნოე. 20261 წთ კითხვა

პორტუგალია Galp-ში სახელმწიფო წილის გაზრდას განიხილავს

პორტუგალიის მთავრობა ნავთობკომპანია Galp Energia-ში საკუთარი 8%-იანი წილის გაზრდას განიხილავს. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც კომპანიისა და ესპანური Moeve-ს ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების გაერთიანებაზე მოლაპარაკებები ჩაიშალა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო2 ნოე. 20261 წთ კითხვა

ირანი აშშ-ს ჰორმუზის სრუტის ორ დღეში გახსნას სთავაზობს

ირანი აცხადებს, რომ მზადაა ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა ორ დღეში აღადგინოს, თუ აშშ მის პირობებს დათანხმდება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის თქმით, თავდაპირველად განხილული შვიდდღიანი გეგმის ნაცვლად, ამერიკულმა მხარემ შეთანხმებული ნაბიჯები პირველივე დღეს უნდა გადადგას, ნაოსნობა კი მეორე დღეს აღდგება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე