გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

აშშ-ში ტოკენიზებული აქციებით ვაჭრობისთვის ახალი წესები ამოქმედდება

მარიამ ქადარია18 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
აშშ-ში ტოკენიზებული აქციებით ვაჭრობისთვის ახალი წესები ამოქმედდება

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ ტოკენიზებული აქციებით ვაჭრობის ახალი წესები წარადგინა. SEC გარკვეულ პლატფორმებს ხუთი წლის განმავლობაში იმ რეგულაციების სრულად დაცვას არ მოსთხოვს, რომლებიც ჩვეულებრივ Nasdaq-ისა და NYSE-ის მსგავსი საფონდო ბირჟებისთვის მოქმედებს.

ტოკენიზებული აქცია ჩვეულებრივი კომპანიის აქციის ციფრული ვერსიაა, რომელიც ბლოკჩეინზე იყიდება. SEC-ის წესებით, ასეთმა აქტივმა მფლობელს იგივე ძირითადი უფლებები უნდა მისცეს, რასაც ჩვეულებრივი აქცია, მათ შორის დივიდენდის მიღებისა და კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.

პლატფორმას კომპანიის აქციის ტოკენიზებული ვერსიის დამატებამდე თავად კომპანიის ინფორმირება მოუწევს. თუ კომპანია წინააღმდეგი იქნება, მისი აქციის ტოკენიზებული ვერსიის შეთავაზება აიკრძალება. ახალი რეჟიმი არ გავრცელდება ისეთ სინთეზურ პროდუქტებზე, რომლებიც მხოლოდ აქციის ფასს იმეორებს.

Coinbase-მა უკვე განაცხადა, რომ შესაბამისი წესების არსებობის შემთხვევაში აშშ-ში ტოკენიზებული აქციების შეთავაზება სურს. Robinhood და Kraken მსგავს პროდუქტებს სხვა ქვეყნებში უკვე სთავაზობენ მომხმარებლებს.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

კრიპტო2 ნოე. 20261 წთ კითხვა

ბიტკოინი დასტაბილურდა - Binance-მა მოპარული თანხების 90%-ზე მეტი აანაზღაურა

Binance-მა რეკორდული კიბერშეტევის შედეგად მოპარული 6.3 მილიარდი დოლარიდან 6 მილიარდი აანაზღაურა და თანხის გატანა ნაწილობრივ აღადგინა. მიუხედავად ამისა, ბიტკოინის ბაზარზე გაურკვევლობა რჩება, რასაც კრიპტოინფრასტრუქტურაზე ახალი თავდასხმებიც ამძაფრებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი2 ნოე. 20261 წთ კითხვა

ელექტროენერგიის გაძვირება აშშ-ის შუალედური არჩევნების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა

აშშ-ში ელექტროენერგიის გადასახადები 2024 წლის შემდეგ საშუალოდ 10%-ზე მეტად გაიზარდა. ოჰაიოში მატება 20%-ს აჭარბებს, მაღალი ფასები კი მიჩიგანსა და პენსილვანიაშიც მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. მონაცემთა ცენტრების სწრაფი ზრდის ფონზე ელექტროენერგიის ფასი შუალედური არჩევნების ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური საკითხია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო2 ნოე. 20261 წთ კითხვა

პორტუგალია Galp-ში სახელმწიფო წილის გაზრდას განიხილავს

პორტუგალიის მთავრობა ნავთობკომპანია Galp Energia-ში საკუთარი 8%-იანი წილის გაზრდას განიხილავს. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც კომპანიისა და ესპანური Moeve-ს ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების გაერთიანებაზე მოლაპარაკებები ჩაიშალა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე