გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Bernstein-მა იაპონური ნახევარგამტარული აღჭურვილობის სექტორში სამი ფავორიტი კომპანია დაასახელა

ნუცა ტყეშელაშვილი15 ივნისი, 20265 წთ კითხვა
Bernstein-მა იაპონური ნახევარგამტარული აღჭურვილობის სექტორში სამი ფავორიტი კომპანია დაასახელა

საინვესტიციო კომპანია Bernstein-მა იაპონიის ნახევარგამტარული აღჭურვილობის მწარმოებლებს შორის სამი გამორჩეული კომპანია დაასახელა. ანალიტიკოსების შეფასებით, კომპანიების მიმდინარე შედეგებზე ყველაზე დიდ გავლენას ჩინეთის ბაზარზე არსებული მოთხოვნა და მსხვილი კლიენტების საინვესტიციო ციკლები ახდენს და არა კონკურენტული პოზიციების შესუსტება.

პირველ ადგილზეა Tokyo Electron, რომლის მიმართ Bernstein-ს „Outperform“ რეიტინგი და 59,200 იენის სამიზნე ფასი აქვს განსაზღვრული. კომპანიის ჩინურ ბაზარზე წილის შემცირება, მათი შეფასებით, ძირითადად კლიენტების შეკვეთების დროებით შემცირებას უკავშირდება. კომპანია ასევე უფრო აქტიურად იწყებს ფასების ზრდას ჩინეთში, სადაც მისი გარკვეული ტექნოლოგიების ადგილობრივი ალტერნატივებით ჩანაცვლება რთულია.

მეორე ფავორიტია Kokusai Electric, რომლის სამიზნე ფასი 8,240 იენია. Bernstein მიიჩნევს, რომ კომპანიის ჩინეთში გაყიდვების შემცირება დაკავშირებულია მსხვილი კლიენტის, CXMT-ის, საინვესტიციო ციკლთან და არა ადგილობრივი კონკურენტების გაძლიერებასთან. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჩინეთში მეხსიერების ჩიპების წარმოების გაფართოება მოთხოვნის აღდგენას შეუწყობს ხელს.

მესამე კომპანიად დასახელდა Screen Holdings, რომლისთვისაც Bernstein-ს „Market-Perform“ რეიტინგი და 12,600 იენის სამიზნე ფასი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ჩინეთში ბაზრის წილის გარკვეული ნაწილი დაკარგა, ანალიტიკოსები ოპტიმისტურად არიან განწყობილი, რადგან CXMT-ის შეკვეთების დაბრუნებას, ასევე ახალი კონტრაქტების გაფორმებას ელოდებიან.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

S&P Global ბიზნესის ნაწილის ცალკე კომპანიად გამოყოფას განიხილავს
საფონდო28 ოქტ. 20261 წთ კითხვა

S&P Global ბიზნესის ნაწილის ცალკე კომპანიად გამოყოფას განიხილავს

S&P Global განიხილავს, Capital IQ და მასთან დაკავშირებული მონაცემთა სერვისები ცალკე კომპანიად გამოყოს. ეს მიმართულებები ამჟამად კომპანიის Market Intelligence ბიზნესში შედის.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Applied Materials Besi-ში წილს 20%-მდე ზრდის
საფონდო28 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Applied Materials Besi-ში წილს 20%-მდე ზრდის

ამერიკული Applied Materials ნიდერლანდურ BE Semiconductor Industries-ში (Besi) საკუთარ წილს დაახლოებით 20%-მდე გაზრდის. ორივე კომპანია ნახევარგამტარების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიებზე მუშაობს და წლებია თანამშრომლობს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
OPEC+ დეკემბრისთვის ნავთობის მოპოვების კვოტების შეცვლას არ გეგმავს
მაკრო28 ოქტ. 20261 წთ კითხვა

OPEC+ დეკემბრისთვის ნავთობის მოპოვების კვოტების შეცვლას არ გეგმავს

OPEC+-ის წამყვანი ქვეყნები დეკემბრისთვის ნავთობის მოპოვების კვოტების უცვლელად დატოვებას განიხილავენ. საბოლოო გადაწყვეტილებას კვირას დაგეგმილ ონლაინშეხვედრაზე მიიღებენ.

მარიამ ქადარიაწაიკითხე