გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
კრიპტო

Binance-ზე კიბერთავდასხმის შემდეგ განთავსებული აქტივები $3.64 მილიარდით შემცირდა

მარიამ ქადარია2 ნოემბერი, 20261 წთ კითხვა
Binance-ზე კიბერთავდასხმის შემდეგ განთავსებული აქტივები $3.64 მილიარდით შემცირდა

Binance-ის მომხმარებლებმა პლატფორმიდან 3.64 მილიარდი დოლარი გამოიტანეს. ეს ბირჟაზე არსებული აქტივების დაახლოებით 2.1%-ია. კომპანიის ცნობით, თავდაპირველად თანხის გადინება მკვეთრი იყო, თუმცა მალევე შემცირდა და ჩარიცხვებიც გაგრძელდა.

კიბერთავდასხმის შედეგად Binance-დან დაახლოებით 6.3 მილიარდი დოლარის კრიპტოაქტივები მოიპარეს. კომპანიამ დაკარგული თანხის 95% უკვე შეავსო და მომხმარებლებს ბიტკოინის, ეთერისა და რამდენიმე სხვა კრიპტოვალუტის გატანის საშუალება მისცა. დარჩენილი ნაწილი ისეთ მონეტებზე მოდის, რომლებითაც ბაზარზე შედარებით მცირე მოცულობით ვაჭრობენ, ამიტომ მათი საჭირო რაოდენობით შეძენას მეტი დრო სჭირდება.

FBI თავდასხმას ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულ TraderTraitor-ის ჯგუფთან აკავშირებს. გამოძიების მიხედვით, ჰაკერებმა ძირითადი ოპერაცია დაახლოებით 20 წუთში ჩაატარეს.

Binance აცხადებს, რომ მომხმარებლების ზარალს თავად დაფარავს. ამისთვის კომპანია საკუთარ თანხებს, სადაზღვევო ფონდსა და რეზერვებს გამოიყენებს.

პლატფორმას 335 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და მასზე დაახლოებით 171 მილიარდი დოლარის აქტივებია განთავსებული.

წყარო: Reuters

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონის ობლიგაციების შემოსავლიანობა მრავალკვირიან მაქსიმუმზე გაიზარდა - Fed-ის მკაცრმა რიტორიკამ ბაზრები შეარყია

აშშ-ში ინფლაციის მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებლისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის მკაცრი განცხადებების ფონზე, გლობალურ ობლიგაციების ბაზარზე გაყიდვები გააქტიურდა. გერმანიის 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობამ 3.357%-ს მიაღწია.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო13 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები დაეცა - ინვესტორები Fed-ის მკაცრი პოლიტიკის მოლოდინს აფასებენ

STOXX 600-ის ინდექსმა ოთხდღიანი ზრდის სერია შეწყვიტა და რეკორდული ნიშნულიდან მცირედით დაიხია. მიუხედავად ამისა, ევროპული ბაზარი ივნისის შემდეგ საუკეთესო კვირის დასრულებას უახლოვდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია13 ნოე. 20262 წთ კითხვა

Bernstein: Apple AI აქციებისგან თავის არიდებული ინვესტორებისთვის უსაფრთხო აქტივად იქცა

ანალიტიკოსების შეფასებით, Apple-ის რეკორდულად მაღალი საბაზრო შეფასება გამართლებულია კომპანიის მომხმარებელთა ერთგულებით, სტაბილური ფულადი ნაკადებითა და AI ინფრასტრუქტურაზე შედარებით დაბალი დანახარჯებით.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე