გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

ბირთვული ენერგიის ორი საინტერესო კომპანია ინვესტორებისთვის

მარიამ ქადარია7 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
ბირთვული ენერგიის ორი საინტერესო კომპანია ინვესტორებისთვის

ენერგიაზე მზარდი მოთხოვნისა და კლიმატური მიზნების ფონზე, ბირთვული ენერგეტიკა გლობალურ პოლიტიკაში კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. COP28-ის სამიტზე აშშ-მა, საფრანგეთმა, იაპონიამ და სხვა ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ 2050 წლისთვის ბირთვული ენერგიის წარმოების შესაძლებლობები სამჯერ გაიზრდება.

ბირთვული სადგურების მთავარი უპირატესობა მათი უწყვეტი მუშაობის უნარია - 92%-იანი დატვირთვის კოეფიციენტით ისინი ბევრად აღემატებიან გაზისა თუ მზის ელექტროსადგურებს. ტექნოლოგიური გიგანტების ინტერესისა და სახელმწიფო რეფორმების კვალდაკვალ, ინვესტორებისთვის განსაკუთრებით საინტერესო კანადური Cameco და ამერიკული Constellation Energy ხდება.

Cameco მსოფლიოში უმაღლესი ხარისხის ურანის საბადოებს ფლობს, რაც მას დაბალი თვითღირებულების გამო მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს. კომპანია ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკაში ოპერირებს. Westinghouse-ის წილის ფლობა კი ბირთვული რეაქტორების გლობალურ ბაზარზეც აძლიერებს. ამას ემატება Westinghouse-ის მოსალოდნელი IPO, რაც Cameco-ს დამატებითი კაპიტალის მოზიდვის საშუალებას მისცემს.

რაც შეეხება Constellation Energy-ს, ის აშშ-ში ბირთვული ელექტროსადგურების უმსხვილესი ოპერატორია და ქვეყნის სუფთა ელექტროენერგიის დაახლოებით 10%-ს აწარმოებს. კომპანია Microsoft-თან, Meta-სა და Walmart-თან თანამშრომლობს.

ვინაიდან ორივე კომპანიის აქციების ფასი ამჟამად გაიაფებულია, ანალიტიკოსები მათ მიმდინარე თვეში საინვესტიციოდ ერთ-ერთ საუკეთესო ვარიანტად მიიჩნევენ.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო5 ნოე. 20261 წთ კითხვა

Mitsui Chemicals-მა შესაძლოა JSR $8.2 მილიარდად შეიძინოს

იაპონიის სახელმწიფო ფონდი Japan Investment Corp მის საკუთრებაში არსებული JSR-ის გაყიდვას განიხილავს. კომპანიის შეძენით Mitsui Chemicals არის დაინტერესებული. გარიგების ღირებულებამ შესაძლოა 8.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო5 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 4%-მდე გაიზარდა

ევროზონაში წლიურმა ინფლაციამ ოქტომბერში 4%-ს მიაღწია, სექტემბერში კი 3.8% იყო. ეს ბოლო სამი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ფასების ზრდაზე ყველაზე მეტად ენერგიისა და საკვების გაძვირებამ იმოქმედა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
საფონდო5 ნოე. 20261 წთ კითხვა

ამერიკული ჯგუფი ლუკოილის $22-მილიარდიანი აქტივების შეძენას გეგმავს

ამერიკელი მილიარდერის, ტოდ ბოჰლის ხელმძღვანელობით შექმნილი ჯგუფი ლუკოილის უცხოური აქტივების შეძენაზე მუშაობს. საუბარია ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში მდებარე ნავთობის საბადოებზე, გადამამუშავებელ ქარხნებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე, რომლებიც თავდაპირველად დაახლოებით 22 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

მარიამ ქადარიაწაიკითხე