გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

ბიტკოინის ფასი იზრდება

მარიამ ქადარია15 ივნისი, 20261 წთ კითხვა
ბიტკოინის ფასი იზრდება

2026 წლის 14 ივნისის მონაცემებით, ბიტკოინის ფასმა $64,000-იან ნიშნულს გადააჭარბა. ივნისის დასაწყისში ის 59 000 დოლარამდე იყო შემცირებული, რის შემდეგაც დაახლოებით 8%-ით გაძვირდა. ბაზრის გააქტიურებას რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს, მათ შორის ვაშინგტონსა და თეირანს შორის შესაძლო შეთანხმების მოლოდინი. ინვესტორების განწყობის გაუმჯობესებაზე მიუთითებს ისიც, რომ აშშ-ის სპოტ ბიტკოინ ETF-ებში 85.9 მილიონი დოლარის წმინდა ინვესტიცია შევიდა, რაც ბოლო თვეების ერთ-ერთი საუკეთესო დღიური მაჩვენებელია.

კრიპტობაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია SpaceX-ის რეკორდულმა პირველადმა საჯარო შეთავაზებამ (IPO). ანალიტიკოსების შეფასებით, ბოლო კვირებში ბიტკოინზე ზეწოლა ნაწილობრივ იმანაც გამოიწვია, რომ ინვესტორების ნაწილი თანხას SpaceX-ის აქციებისთვის ამზადებდა. ამავე დროს, კომპანიის დოკუმენტებიდან გაირკვა, რომ SpaceX თავადაც ბიტკოინის ერთ-ერთი მსხვილი მფლობელია. კომპანია 18 712 ბიტკოინს ფლობს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 1.29 მილიარდ დოლარს შეადგენს. SpaceX ამ თანხას თავისი ფულადი რეზერვის ნაწილად განიხილავს.

ბოლო პერიოდში ფასის ნაწილობრივი აღდგენისა და ზოგიერთი ალტკოინის ზრდის მიუხედავად, ბიტკოინი ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2025 წლის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, 126 000 დოლარს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე