გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

BMW-ის კვარტალური მოგება 35%-ით შემცირდა

ნუცა ტყეშელაშვილი30 ივლისი, 20262 წთ კითხვა
BMW-ის კვარტალური მოგება 35%-ით შემცირდა

გერმანულმა ავტომწარმოებელმა BMW-მ 2026 წლის მეორე კვარტალში ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კომპანიის მოგება გადასახადებამდე (EBT) 35.1%-ით, 1.70 მილიარდ ევრომდე შემცირდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 2.61 მილიარდ ევროს შეადგენდა.

კომპანიის შემოსავალი 7.9%-ით შემცირდა და 31.26 მილიარდი ევრო შეადგინა, ხოლო წმინდა მოგება 34.9%-ით დაეცა და 1.20 მილიარდ ევრომდე ჩამოვიდა.

BMW-ის საავტომობილო ბიზნესის EBIT-ის მარჟა 5.4%-დან 2.3%-მდე შემცირდა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამის მთავარი მიზეზებია ჩინეთში ფასების ძლიერი კონკურენცია, აშშ-ის დამატებითი ტარიფები და ავტომობილების გაყიდვების შემცირება. მხოლოდ ტარიფებმა მარჟა დაახლოებით 1.25 პროცენტული პუნქტით შეამცირა, თუმცა მათი ნაწილი კვარტლის განმავლობაში მიღებულმა ანაზღაურებამ დააკომპენსირა.

მეორე კვარტალში BMW-მ 590,947 ავტომობილი მიაწოდა მომხმარებლებს, რაც 4.9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. განსაკუთრებით მკვეთრი იყო ჩინეთის ბაზრის ვარდნა, სადაც გაყიდვები 30.2%-ით შემცირდა. ამის საპირისპიროდ, ევროპაში გაყიდვები 7.6%-ით, ხოლო აშშ-ში 11.9%-ით გაიზარდა.

პოზიტიური დინამიკა შეინარჩუნა ელექტრომობილების მიმართულებამ — ბატარეაზე მომუშავე ავტომობილების მიწოდება 5.2%-ით გაიზარდა და 116,807 ერთეული შეადგინა, რაც კომპანიის მთლიანი გაყიდვების თითქმის 20%-ს წარმოადგენს.

BMW-ის განცხადებით, კვარტლის განმავლობაში ბიზნესგარემო კიდევ უფრო გართულდა, რასაც ხელი შეუწყო ჩინეთის ბაზრის დასუსტებამ და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. კომპანიამ ასევე დაადასტურა, რომ ხარჯების შემცირების პროგრამის ფარგლებში 2027 წლის ბოლომდე გერმანიაში რამდენიმე ათასი თანამშრომლის შემცირებას გეგმავს.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

S&P Global ბიზნესის ნაწილის ცალკე კომპანიად გამოყოფას განიხილავს
საფონდო28 ოქტ. 20261 წთ კითხვა

S&P Global ბიზნესის ნაწილის ცალკე კომპანიად გამოყოფას განიხილავს

S&P Global განიხილავს, Capital IQ და მასთან დაკავშირებული მონაცემთა სერვისები ცალკე კომპანიად გამოყოს. ეს მიმართულებები ამჟამად კომპანიის Market Intelligence ბიზნესში შედის.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Applied Materials Besi-ში წილს 20%-მდე ზრდის
საფონდო28 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Applied Materials Besi-ში წილს 20%-მდე ზრდის

ამერიკული Applied Materials ნიდერლანდურ BE Semiconductor Industries-ში (Besi) საკუთარ წილს დაახლოებით 20%-მდე გაზრდის. ორივე კომპანია ნახევარგამტარების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიებზე მუშაობს და წლებია თანამშრომლობს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
OPEC+ დეკემბრისთვის ნავთობის მოპოვების კვოტების შეცვლას არ გეგმავს
მაკრო28 ოქტ. 20261 წთ კითხვა

OPEC+ დეკემბრისთვის ნავთობის მოპოვების კვოტების შეცვლას არ გეგმავს

OPEC+-ის წამყვანი ქვეყნები დეკემბრისთვის ნავთობის მოპოვების კვოტების უცვლელად დატოვებას განიხილავენ. საბოლოო გადაწყვეტილებას კვირას დაგეგმილ ონლაინშეხვედრაზე მიიღებენ.

მარიამ ქადარიაწაიკითხე