დემოკრატებმა კონგრესის ორივე პალატა მოიგეს, რა შეიძლება შეიცვალოს ბიზნესისთვის

აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატებმა უმრავლესობა როგორც სენატში, ისე წარმომადგენელთა პალატაში მოიპოვეს. შედეგად დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დარჩენილ ორ წელიწადში კონგრესთან დაპირისპირება შესაძლოა გაძლიერდეს და ახალი კანონების მიღება გართულდეს.
ტექნოლოგიური სექტორისთვის მთავარი საკითხი ხელოვნური ინტელექტისა და კრიპტოვალუტების სფეროში უფრო მკაცრი კონტროლის შესაძლო დაწესებაა. მონაცემთა ცენტრების ახალი პროექტების დამტკიცებაც შეიძლება გართულდეს.
ამასთან, პრეზიდენტს ვეტოს უფლება რჩება, ხოლო ტარიფები, სავაჭრო პოლიტიკა და საგარეო ურთიერთობები კვლავ თეთრი სახლის ხელში იქნება.
ბიუჯეტის ნაწილში დემოკრატების კონტროლმა შესაძლოა ახალი ხარჯების დამტკიცება გაართულოს. 2027 წელს კი მთავრობასა და კონგრესს სახელმწიფო ვალის მაქსიმალური ზღვრის გაზრდაზეც მოუწევთ შეთანხმება.
წყარო: Reuters
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.





