გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

დონალდ ტრამპი ნავთობკომპანიებს საწვავის გაიაფებისკენ მოუწოდებს

მარიამ ქადარია4 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
დონალდ ტრამპი ნავთობკომპანიებს საწვავის გაიაფებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნავთობკომპანიები გააკრიტიკა და მათ საწვავის ფასების შემცირება მოსთხოვა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე კომპანიების შემოსავლები მკვეთრად გაიზარდა, ზოგ შემთხვევაში კი მოგება წინა წელთან შედარებით თორმეტჯერ მეტია.

მისი თქმით, ადმინისტრაციის ნაბიჯებმა, მათ შორის ვენესუელიდან ნავთობის მიწოდების აღდგენამ, სექტორს შემოსავლების გაზრდის დამატებითი შესაძლებლობა მისცა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ პირობებში კომპანიებს საწვავის გაიაფების შესაძლებლობაც აქვთ. განცხადება ნოემბერში დაგეგმილი კონგრესის არჩევნების წინ გაკეთდა. საწვავის გაძვირება და ცხოვრების ხარჯების ზრდა ამომრჩევლების ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება, რაც რესპუბლიკური პარტიისთვის პოლიტიკურ რისკს ქმნის.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

MINISO-მ კვარტალური მოგებისა და შემოსავლის პროგნოზებს გადააჭარბა

საცალო ვაჭრობის კომპანიამ მესამე კვარტალში შემოსავალი წლიურად 14.3%-ით გაზარდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი MINISO-ს ბრენდი იყო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

Disney-ის შემოსავალი 16%-ით გაიზარდა

გასულ კვარტალში გასართობი გიგანტის როგორც სტრიმინგის, ისე გასართობი პარკებისა და სპორტული მიმართულებების შედეგები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 2027 წლის ბოლომდე 3%-ზე მაღლა შენარჩუნდება

ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროკომისია ეკონომიკურ ზრდას 1.2%-ის ფარგლებში პროგნოზირებს, სახელმწიფო დეფიციტი კი 3%-იან ზღვარს გადააჭარბებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე