გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

დონალდ ტრამპი სამთო-მოპოვებითი სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

მარიამ ქადარია4 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
დონალდ ტრამპი სამთო-მოპოვებითი სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამთო-მოპოვებითი სექტორის ხელმძღვანელებთან შეხვედრას გეგმავს. განხილვის მთავარი თემა კრიტიკული მინერალების მოპოვებისა და გადამუშავების გაზრდა იქნება, რაც აშშ-ს ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებაში უნდა დაეხმაროს.

შეხვედრა პარასკევს, სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართება. მას სექტორის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან, თუმცა მონაწილეთა საბოლოო სია ჯერ არ გამოქვეყნებულა.

კრიტიკული მინერალები აუცილებელია ენერგეტიკის, თავდაცვისა და მაღალტექნოლოგიური წარმოებისთვის. ტრამპის ადმინისტრაცია ადგილობრივი საბადოების ათვისებას, ახალი გადამამუშავებელი საწარმოების შექმნასა და მოკავშირე ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს.

სექტორის განვითარებას კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობაც აფერხებს, ამიტომ ენერგეტიკის დეპარტამენტი აშშ-ის 14 აკრედიტებული სამთო სკოლის წარმომადგენლებთან ცალკე შეხვედრას გამართავს. მთავრობას სურს, გაიზარდოს ინჟინრების, გეოლოგებისა და ტექნიკური პერსონალის რაოდენობა.

სამთო სექტორის ეროვნული ასოციაცია ინიციატივას მხარს უჭერს და ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

MINISO-მ კვარტალური მოგებისა და შემოსავლის პროგნოზებს გადააჭარბა

საცალო ვაჭრობის კომპანიამ მესამე კვარტალში შემოსავალი წლიურად 14.3%-ით გაზარდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი MINISO-ს ბრენდი იყო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

Disney-ის შემოსავალი 16%-ით გაიზარდა

გასულ კვარტალში გასართობი გიგანტის როგორც სტრიმინგის, ისე გასართობი პარკებისა და სპორტული მიმართულებების შედეგები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 2027 წლის ბოლომდე 3%-ზე მაღლა შენარჩუნდება

ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროკომისია ეკონომიკურ ზრდას 1.2%-ის ფარგლებში პროგნოზირებს, სახელმწიფო დეფიციტი კი 3%-იან ზღვარს გადააჭარბებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე