გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
განათლება

ერიკა შვარცი დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ხელმძღვანელად დაინიშნა

მარიამ ქადარია6 აგვისტო, 20261 წთ კითხვა
ერიკა შვარცი დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ხელმძღვანელად დაინიშნა

აშშ-ის სენატმა ერიკა შვარცი დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორად დაამტკიცა.

შვარცის კანდიდატურას სენატმა 51 ხმით 44-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. ის CDC-ის პირველი მუდმივი ხელმძღვანელია მას შემდეგ, რაც 2025 წლის აგვისტოში ჯანდაცვის მდივანმა რობერტ კენედი უმცროსმა წინა დირექტორი ვაქცინაციის პოლიტიკასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა. მას შემდეგ ცენტრს მოვალეობის შემსრულებლები ხელმძღვანელობდნენ.

შვარცის დამტკიცება თავდაპირველად საეჭვო იყო. სენატორებს აინტერესებდათ, რამდენად დამოუკიდებლად იმოქმედებდა ის ჯანდაცვის მდივნისგან და დაიცავდა თუ არა სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომას. მოგვიანებით კომიტეტის თავმჯდომარემ ბილ კესიდიმ განაცხადა, რომ შვარცთან საუბრისა და მისი საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების შემდეგ კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში CDC-მ 3 000-ზე მეტი თანამშრომელი დაკარგა, თუმცა სააგენტოს ახალი ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას გეგმავს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

MINISO-მ კვარტალური მოგებისა და შემოსავლის პროგნოზებს გადააჭარბა

საცალო ვაჭრობის კომპანიამ მესამე კვარტალში შემოსავალი წლიურად 14.3%-ით გაზარდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი MINISO-ს ბრენდი იყო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

Disney-ის შემოსავალი 16%-ით გაიზარდა

გასულ კვარტალში გასართობი გიგანტის როგორც სტრიმინგის, ისე გასართობი პარკებისა და სპორტული მიმართულებების შედეგები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 2027 წლის ბოლომდე 3%-ზე მაღლა შენარჩუნდება

ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროკომისია ეკონომიკურ ზრდას 1.2%-ის ფარგლებში პროგნოზირებს, სახელმწიფო დეფიციტი კი 3%-იან ზღვარს გადააჭარბებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე