გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Etsy თუ Amazon - რომელია უკეთესი საინვესტიციო არჩევანი?

მარიამ ქადარია15 ივნისი, 20261 წთ კითხვა
 Etsy თუ Amazon - რომელია უკეთესი საინვესტიციო არჩევანი?

E-Commerce გლობალური ინდუსტრიაა, რომლის გაყიდვები 2026 წლისთვის, პროგნოზების თანახმად, 6.4 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს. ამ მასშტაბურ ბაზარზე ორი სრულიად განსხვავებული სტრატეგიის მქონე მოთამაშე - Etsy და Amazon - ინვესტორთა ყურადღებისთვის იბრძვის. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელს Etsy-ის აქციების ზრდა Amazon-ის მაჩვენებლებს უსწრებს, გრძელვადიანი პერსპექტივა სიღრმისეულ დაკვირვებას მოითხოვს.

Etsy-მ ხელნაკეთი, ვინტაჟური და უნიკალური ნივთების ბაზარზე საკუთარი ადგილი მყარად დაიკავა. პანდემიის პერიოდში აქციების ფასის მკვეთრი ზრდის შემდეგ კომპანიის ღირებულება 77%-ით შემცირდა, თუმცა ფინანსური შედეგები ბოლო პერიოდში ეტაპობრივად უმჯობესდება. 2026 წელს, ოთხწლიანი ვარდნის შემდეგ, პროგნოზირებულია გაყიდვების ზრდა, ხოლო წმინდა მარჟა ბოლო კვარტალში 16.6%-მდე გაფართოვდა. კომპანია აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს (AI) გამყიდველებისთვის პროცესების გასამარტივებლად და მყიდველებისთვის ძიების ფუნქციის პირად საჭიროებებთან მოსარგებად. თუმცა, Etsy-ის მთავარი გამოწვევა მაკროეკონომიკური ფაქტორებია. ინფლაციის პირობებში მომხმარებლები არასაჭირო ნივთებზე ხარჯებს ამცირებენ, რამაც განმეორებითი მყიდველების რაოდენობის 3.2%-იანი კლება გამოიწვია.

მეორე მხრივ, Amazon ისევ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კომპანიად რჩება ონლაინ ვაჭრობის ბაზარზე. მისი პოზიცია Etsy-სთან შედარებით ბევრად ძლიერია. კომპანია აშშ-ის ონლაინ ვაჭრობის დაახლოებით 40%-ს აკონტროლებს, ხოლო მხოლოდ 2026 წლის პირველ კვარტალში 64 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. Amazon-ის მთავარი უპირატესობა მისი ლოგისტიკური სისტემა და Prime წევრობაა, რაც მომხმარებელს სწრაფ მიწოდებას, შედარებით დაბალ ფასებსა და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს.

საბოლოოდ, Amazon უფრო უსაფრთხო არჩევანს წარმოადგენს, რადგან კომპანიას თითქმის ნებისმიერ ეკონომიკურ გარემოში შეუძლია ზრდის შენარჩუნება. მართალია, მისი აქციების forward P/E მაჩვენებელი Etsy-სთან შედარებით 144%-ით მაღალია, თუმცა ინვესტორები ამ ფასს უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად ბიზნეს მოდელში იხდიან. Etsy კი უფრო რისკიანი არჩევანია. ის შეიძლება საინტერესო იყოს იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც მზად არიან მეტი რისკი აიღონ იმ იმედით, რომ უკეთესი მაკროეკონომიკური პირობების შემთხვევაში კომპანია უფრო მაღალ მოგებას აჩვენებს.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

S&P Global ბიზნესის ნაწილის ცალკე კომპანიად გამოყოფას განიხილავს
საფონდო28 ოქტ. 20261 წთ კითხვა

S&P Global ბიზნესის ნაწილის ცალკე კომპანიად გამოყოფას განიხილავს

S&P Global განიხილავს, Capital IQ და მასთან დაკავშირებული მონაცემთა სერვისები ცალკე კომპანიად გამოყოს. ეს მიმართულებები ამჟამად კომპანიის Market Intelligence ბიზნესში შედის.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Applied Materials Besi-ში წილს 20%-მდე ზრდის
საფონდო28 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Applied Materials Besi-ში წილს 20%-მდე ზრდის

ამერიკული Applied Materials ნიდერლანდურ BE Semiconductor Industries-ში (Besi) საკუთარ წილს დაახლოებით 20%-მდე გაზრდის. ორივე კომპანია ნახევარგამტარების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიებზე მუშაობს და წლებია თანამშრომლობს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
OPEC+ დეკემბრისთვის ნავთობის მოპოვების კვოტების შეცვლას არ გეგმავს
მაკრო28 ოქტ. 20261 წთ კითხვა

OPEC+ დეკემბრისთვის ნავთობის მოპოვების კვოტების შეცვლას არ გეგმავს

OPEC+-ის წამყვანი ქვეყნები დეკემბრისთვის ნავთობის მოპოვების კვოტების უცვლელად დატოვებას განიხილავენ. საბოლოო გადაწყვეტილებას კვირას დაგეგმილ ონლაინშეხვედრაზე მიიღებენ.

მარიამ ქადარიაწაიკითხე