გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

გეოპოლიტიკური დაძაბულობა ინვესტორებს სტრატეგიის შეცვლას აიძულებს

მარიამ ქადარია13 ივლისი, 20261 წთ კითხვა
გეოპოლიტიკური დაძაბულობა ინვესტორებს სტრატეგიის შეცვლას აიძულებს

გეოპოლიტიკური დაძაბულობა და მაღალი ინფლაცია ინვესტორებს ახალ საინვესტიციო სტრატეგიებზე გადასვლას აიძულებს. Wall Street Journal-ის ანალიზის მიხედვით, კრიზისის დროს სახელმწიფო ობლიგაციები ინვესტორებს ზარალისგან ისე ვეღარ იცავს, როგორც ადრე.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტები, აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობა, რუსეთის ომი უკრაინაში და ექსტრემალური ამინდი ფასების ზრდის რისკს მუდმივად ზრდის. წინა კრიზისებისგან განსხვავებით, ასეთ მოვლენებს უარყოფითი გავლენა ერთდროულად აქვს როგორც აქციებზე, ისე ობლიგაციებზე. ამის გამო პორტფელის სხვადასხვა აქტივში განაწილება ყოველთვის ვეღარ ამცირებს დანაკარგის რისკს.

ზოგიერთი ფონდი სხვა გზას ირჩევს. მაგალითად, ავსტრალიის 240-მილიარდიანი Future Fund-ი აქციებში ინვესტიციებს ზრდის. ფონდის შეფასებით, აქციებში უფრო მეტი თანხის დაბანდება გეოპოლიტიკური გაურკვევლობის პირობებში უკეთესი შედეგის მიღების შესაძლებლობას ზრდის.

ინვესტორები ოქროსა და ჰეჯ-ფონდებსაც მიმართავენ, თუმცა ბოლო პერიოდის კონფლიქტების დროს ოქრო ყოველთვის საიმედო არჩევანი არ აღმოჩნდა. ობლიგაციების შემთხვევაში კი ექსპერტები უფრო ხშირად ინფლაციაზე მიბმულ და მოკლევადიან ფასიან ქაღალდებს ანიჭებენ უპირატესობას.

უნდა აღინიშნოს, რომ ინვესტორები გეოპოლიტიკური საფრთხეების რეალურ გავლენას ხშირად მხოლოდ ვითარების გამწვავების შემდეგ აცნობიერებენ. მომავალში კი მათ ბაზარზე უფრო ხშირი რყევებისა და ობლიგაციებზე მაღალი განაკვეთებისთვის მზადება მოუწევთ.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

პოლონეთის საპარლამენტო კომიტეტი ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ტრიბუნალისთვის გადაცემას ითხოვს
ანალიზი9 ოქტ. 20262 წთ კითხვა

პოლონეთის საპარლამენტო კომიტეტი ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის ტრიბუნალისთვის გადაცემას ითხოვს

პოლონეთის საპარლამენტო კომიტეტმა ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ ადამ გლაპინსკის სახელმწიფო ტრიბუნალისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა. მას 2020–2021 წლებში ბიუჯეტის დეფიციტის შესაძლო უკანონო დაფინანსებასა და ცენტრალური ბანკის პოლიტიზებაში ადანაშაულებენ, თუმცა გლაპინსკი ბრალდებებს უარყოფს. საბოლოო გადაწყვეტილება პოლონეთის სეიმმა უნდა მიიღოს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ევროპის საფონდო ბაზრები 1.1%-ით გაიზარდა - Stoxx 600-მა სამ თვეზე მეტი ხნის საუკეთესო დღიური შედეგი აჩვენა
საფონდო9 ოქტ. 20263 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბაზრები 1.1%-ით გაიზარდა - Stoxx 600-მა სამ თვეზე მეტი ხნის საუკეთესო დღიური შედეგი აჩვენა

ევროპის საფონდო ბაზრებმა პარასკევს სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ერთდღიანი ზრდა აჩვენა. სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობის შემცირებამ საბანკო სექტორი გააძლიერა, თუმცა SpaceX-ის გარიგების შესახებ ცნობებმა სატელეკომუნიკაციო კომპანიების აქციებზე ზეწოლა გაზარდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ევროკავშირი და ჩინეთი ჰიბრიდული ავტომობილებით ვაჭრობის საკითხზე შეთანხმდნენ
მაკრო9 ოქტ. 20263 წთ კითხვა

ევროკავშირი და ჩინეთი ჰიბრიდული ავტომობილებით ვაჭრობის საკითხზე შეთანხმდნენ

ევროკავშირმა და ჩინეთმა ჰიბრიდული ავტომობილებით ვაჭრობის საკითხზე ურთიერთგაგებას მიაღწიეს, თუმცა შეთანხმების დეტალები ჯერ უცნობია. მოლაპარაკებები ევროკავშირსა და ჩინეთს შორის მზარდი სავაჭრო დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს, ხოლო ბრიუსელი ჩინეთთან არსებული სავაჭრო დეფიციტის შემცირებას ცდილობს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე