გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

გერმანიის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი სამჯერ გაიზარდა

მარიამ ქადარია21 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
გერმანიის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი სამჯერ გაიზარდა

გერმანიის ეკონომიკურმა ინსტიტუტმა, IW-მ, ქვეყნის 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მნიშვნელოვნად გაზარდა. ახალი პროგნოზით, გერმანიის ეკონომიკა წელს თითქმის 1.2%-ით გაიზრდება. მაისში ინსტიტუტი მხოლოდ 0.4%-იან ზრდას ელოდებოდა.

პროგნოზის გაუმჯობესების მთავარი მიზეზები წლის პირველ ნახევარში ექსპორტის ზრდა და სახელმწიფო ხარჯების მატებაა.

IW წლის მეორე ნახევარში ეკონომიკური ზრდის შენელებას ელოდება. მიზეზებს შორის მაღალი ენერგეტიკული ხარჯები, კერძო ინვესტიციების სისუსტე და სამუშაო ადგილების შემცირება სახელდება. 2027 წლისთვის ინსტიტუტი დაახლოებით 1%-იან ზრდას პროგნოზირებს.

გერმანიის რეალური ექსპორტი წელს 2.8%-ით უნდა გაიზარდოს, იმპორტი კი 2%-ით. კერძო მოხმარების ზრდა მხოლოდ 0.3%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. ინსტიტუტის პროგნოზით, 2026 წელს ინფლაცია 2.5%-ზე მაღალი დარჩება, რაც მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას ზღუდავს.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო5 ნოე. 20261 წთ კითხვა

Mitsui Chemicals-მა შესაძლოა JSR $8.2 მილიარდად შეიძინოს

იაპონიის სახელმწიფო ფონდი Japan Investment Corp მის საკუთრებაში არსებული JSR-ის გაყიდვას განიხილავს. კომპანიის შეძენით Mitsui Chemicals არის დაინტერესებული. გარიგების ღირებულებამ შესაძლოა 8.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო5 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 4%-მდე გაიზარდა

ევროზონაში წლიურმა ინფლაციამ ოქტომბერში 4%-ს მიაღწია, სექტემბერში კი 3.8% იყო. ეს ბოლო სამი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ფასების ზრდაზე ყველაზე მეტად ენერგიისა და საკვების გაძვირებამ იმოქმედა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
საფონდო5 ნოე. 20261 წთ კითხვა

ამერიკული ჯგუფი ლუკოილის $22-მილიარდიანი აქტივების შეძენას გეგმავს

ამერიკელი მილიარდერის, ტოდ ბოჰლის ხელმძღვანელობით შექმნილი ჯგუფი ლუკოილის უცხოური აქტივების შეძენაზე მუშაობს. საუბარია ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში მდებარე ნავთობის საბადოებზე, გადამამუშავებელ ქარხნებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე, რომლებიც თავდაპირველად დაახლოებით 22 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

მარიამ ქადარიაწაიკითხე