გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Hugo Boss-მა მოგების მოლოდინს გადააჭარბა

ნუცა ტყეშელაშვილი4 აგვისტო, 20262 წთ კითხვა
Hugo Boss-მა მოგების მოლოდინს გადააჭარბა

გერმანულმა მოდის სახლმა Hugo Boss-მა 2026 წლის მეორე კვარტალში ერთ აქციაზე 0.49 ევროს მოგება (EPS) გამოაცხადა, რაც ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს (0.39 ევრო) და ყველაზე მაღალ მოლოდინსაც (0.45 ევრო) აღემატება.

შედეგების გაუმჯობესება ძირითადად მთლიანი მოგების მარჟის 64.9%-მდე ზრდამ განაპირობა, რაც წინა წელთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით მეტია და ანალიტიკოსების ყველა პროგნოზს გადააჭარბა. კომპანიამ აღნიშნა, რომ ამას ხელი შეუწყო მიწოდების ჯაჭვის ეფექტიანობამ და სრულ ფასად გაყიდული პროდუქციის წილის ზრდამ.

საოპერაციო მოგება (EBIT) 59 მილიონი ევრო იყო, რაც ანალიტიკოსების პროგნოზის ზედა ზღვარს გაუტოლდა და კონსენსუსურ მოლოდინს (52 მილიონი ევრო) გადააჭარბა. ამავე პერიოდში საოპერაციო მარჟა 6.5%-მდე გაიზარდა.

წმინდა მოგებამ 34 მილიონი ევრო შეადგინა, რაც ასევე ანალიტიკოსების პროგნოზზე მაღალი აღმოჩნდა.

მიუხედავად ძლიერი მომგებიანობისა, გაყიდვები 905 მილიონ ევრომდე შემცირდა, რაც წლიურად 9%-იან კლებას ასახავს. ყველაზე დიდი ვარდნა EMEA-ის რეგიონში დაფიქსირდა, სადაც გაყიდვები 13%-ით შემცირდა. კომპანიამ მიზეზებად ახლო აღმოსავლეთში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში სუსტი მოთხოვნა დაასახელა.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ გრიდერმა განაცხადა, რომ Hugo Boss აგრძელებს CLAIM 5 TOUCHDOWN სტრატეგიის წარმატებით განხორციელებას და ამ ეტაპზე პრიორიტეტს მომგებიანობასა და ფულადი ნაკადების გაუმჯობესებას ანიჭებს, ვიდრე მოკლევადიან გაყიდვების ზრდას.

კვარტალში თავისუფალმა ფულადმა ნაკადმა (Free Cash Flow) 105 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო მარაგები წლიურად 15%-ით შემცირდა.

კომპანიამ ასევე 2026 წლის სრული წლის პროგნოზი უცვლელად დატოვა და კვლავ ელოდება 300–350 მილიონი ევროს EBIT-ს.

ამასთან, Hugo Boss-ის მენეჯმენტმა აქციონერებს რეკომენდაცია მისცა, უარი თქვან Frasers Group-ის ნებაყოფლობით შესყიდვის შეთავაზებაზე, რომელიც 38 ევროს თითო აქციაზე ითვალისწინებს. კომპანიის შეფასებით, ეს ფასი Hugo Boss-ის გრძელვადიან ღირებულებას სათანადოდ არ ასახავს.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

MINISO-მ კვარტალური მოგებისა და შემოსავლის პროგნოზებს გადააჭარბა

საცალო ვაჭრობის კომპანიამ მესამე კვარტალში შემოსავალი წლიურად 14.3%-ით გაზარდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი MINISO-ს ბრენდი იყო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

Disney-ის შემოსავალი 16%-ით გაიზარდა

გასულ კვარტალში გასართობი გიგანტის როგორც სტრიმინგის, ისე გასართობი პარკებისა და სპორტული მიმართულებების შედეგები გაუმჯობესდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 2027 წლის ბოლომდე 3%-ზე მაღლა შენარჩუნდება

ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროკომისია ეკონომიკურ ზრდას 1.2%-ის ფარგლებში პროგნოზირებს, სახელმწიფო დეფიციტი კი 3%-იან ზღვარს გადააჭარბებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე