გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
განათლება

Novo Nordisk-მა ახალი მედიკამენტების შესაქმნელად $1.4-მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა

მარიამ ქადარია18 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
Novo Nordisk-მა ახალი მედიკამენტების შესაქმნელად $1.4-მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა

Novo Nordisk-მა დანიურ ბიოტექნოლოგიურ კომპანია Orbis Medicines-თან $1.4 მილიარდამდე ღირებულების შეთანხმება გააფორმა. კომპანიები გულ-სისხლძარღვთა და ნივთიერებათა ცვლასთან დაკავშირებული დაავადებებისთვის ახალი მედიკამენტების შექმნაზე იმუშავებენ. მთავარი მიზანი ისეთი პრეპარატების შემუშავებაა, რომელთა მიღებაც აბის სახით იქნება შესაძლებელი.

შეთანხმების მიხედვით, Orbis წინასწარ და პროექტის სხვადასხვა ეტაპის დასრულების შემდეგ დამატებით თანხას მიიღებს. კომპანია მომავალში შექმნილი მედიკამენტების გაყიდვებიდანაც მიიღებს შემოსავლის გარკვეულ ნაწილს. კონკრეტულად როგორ ნაწილდება შესაძლო $1.4 მილიარდი, მხარეებს არ დაუკონკრეტებიათ.

Novo Nordisk Orbis-ში პირდაპირ ინვესტიციასაც განახორციელებს. თანხის ოდენობა არ გასაჯაროებულა. კომპანიები Orbis-ის nGen ტექნოლოგიას გამოიყენებენ. ის ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ისეთი მოლეკულების მოძებნაზე მუშაობს, რომლებმაც ზოგიერთი საინექციო პრეპარატი მომავალში შესაძლოა აბით ჩაანაცვლოს. Orbis კერძო კომპანიაა და კოპენჰაგენში მდებარეობს.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო2 ნოე. 20261 წთ კითხვა

Oppenheimer-ი Apple-ის აქციების მაღალ შეფასებაზე აფრთხილებს - ზრდის პოტენციალი შეზღუდულია

Oppenheimer-ი Apple-ის აქციების მაღალ შეფასებაზე მიუთითებს და კომპანიის 2027 წლის მოგების პროგნოზს საბაზრო მოლოდინებზე დაბლა აყენებს. ანალიტიკოსების შეფასებით, iPhone-ის გაყიდვების შენელებამ, კომპონენტების გაძვირებამ და მომხმარებლების მხრიდან მოწყობილობების განახლების დაბალმა ტემპმა შესაძლოა აქციების შემდგომი ზრდა შეზღუდოს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
კრიპტო2 ნოე. 20261 წთ კითხვა

ბიტკოინი დასტაბილურდა - Binance-მა მოპარული თანხების 90%-ზე მეტი აანაზღაურა

Binance-მა რეკორდული კიბერშეტევის შედეგად მოპარული 6.3 მილიარდი დოლარიდან 6 მილიარდი აანაზღაურა და თანხის გატანა ნაწილობრივ აღადგინა. მიუხედავად ამისა, ბიტკოინის ბაზარზე გაურკვევლობა რჩება, რასაც კრიპტოინფრასტრუქტურაზე ახალი თავდასხმებიც ამძაფრებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი2 ნოე. 20261 წთ კითხვა

ელექტროენერგიის გაძვირება აშშ-ის შუალედური არჩევნების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა

აშშ-ში ელექტროენერგიის გადასახადები 2024 წლის შემდეგ საშუალოდ 10%-ზე მეტად გაიზარდა. ოჰაიოში მატება 20%-ს აჭარბებს, მაღალი ფასები კი მიჩიგანსა და პენსილვანიაშიც მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. მონაცემთა ცენტრების სწრაფი ზრდის ფონზე ელექტროენერგიის ფასი შუალედური არჩევნების ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური საკითხია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე