გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
მაკრო

Intel და SK Hynix აშშ-ში მეხსიერების ჩიპების წარმოებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

მარიამ ქადარია17 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
Intel და SK Hynix აშშ-ში მეხსიერების ჩიპების წარმოებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

SK Hynix და Intel თანამშრომლობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. შეთანხმების შემთხვევაში, სამხრეთკორეული კომპანია მეხსიერების ჩიპების წარმოებას აშშ-ში პირველად დაიწყებს. პროექტისთვის შესაძლოა Intel-ის ერთ-ერთი ამერიკული ქარხანა გამოიყენონ. მოლაპარაკებები ჯერ საწყის ეტაპზეა და საბოლოო შეთანხმება არ მიღწეულა.

SK Hynix მსოფლიოში მეხსიერების ჩიპების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია და Nvidia-ს AI პროცესორებისთვის საჭირო მაღალი გამტარუნარიანობის მეხსიერების, HBM-ის, ბაზარზე მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია.

შეთანხმების შემთხვევაში, Intel-ის ამერიკული ქარხნები მეტ შეკვეთას მიიღებდნენ. კომპანიამ ბოლო წლებში მილიარდობით დოლარი დახარჯა ახალი ქარხნების მშენებლობასა და სხვა კომპანიებისთვის ჩიპების წარმოების განვითარებაზე.

აშშ-ის მთავრობა ქვეყანაში ჩიპების წარმოების გაზრდას ცდილობს, რათა აზიაში წარმოებულ ნახევარგამტარებზე ნაკლებად იყოს დამოკიდებული.

წყარო: Investing.com

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

ანალიზი2 ნოე. 20261 წთ კითხვა

ელექტროენერგიის გაძვირება აშშ-ის შუალედური არჩევნების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა

აშშ-ში ელექტროენერგიის გადასახადები 2024 წლის შემდეგ საშუალოდ 10%-ზე მეტად გაიზარდა. ოჰაიოში მატება 20%-ს აჭარბებს, მაღალი ფასები კი მიჩიგანსა და პენსილვანიაშიც მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. მონაცემთა ცენტრების სწრაფი ზრდის ფონზე ელექტროენერგიის ფასი შუალედური არჩევნების ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური საკითხია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო2 ნოე. 20261 წთ კითხვა

პორტუგალია Galp-ში სახელმწიფო წილის გაზრდას განიხილავს

პორტუგალიის მთავრობა ნავთობკომპანია Galp Energia-ში საკუთარი 8%-იანი წილის გაზრდას განიხილავს. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც კომპანიისა და ესპანური Moeve-ს ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების გაერთიანებაზე მოლაპარაკებები ჩაიშალა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო2 ნოე. 20261 წთ კითხვა

ირანი აშშ-ს ჰორმუზის სრუტის ორ დღეში გახსნას სთავაზობს

ირანი აცხადებს, რომ მზადაა ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა ორ დღეში აღადგინოს, თუ აშშ მის პირობებს დათანხმდება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის თქმით, თავდაპირველად განხილული შვიდდღიანი გეგმის ნაცვლად, ამერიკულმა მხარემ შეთანხმებული ნაბიჯები პირველივე დღეს უნდა გადადგას, ნაოსნობა კი მეორე დღეს აღდგება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე