გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

კოკა-კოლას აქციები ზრდას განაგრძობს

მარიამ ქადარია15 ივნისი, 20261 წთ კითხვა
კოკა-კოლას აქციები ზრდას განაგრძობს

2026 წელს Coca-Cola-ს აქციების ფასი 18%-ით გაიზარდა, რაც საფონდო ბაზრის საშუალო მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება. გასულ ხუთშაბათს კომპანიამ მორიგ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ინვესტირებისთვის გვიანი არც ახლაა.

Coca-Cola-ს ფინანსური შედეგები სტაბილურად უმჯობესდება. კომპანიამ ხარჯების ნაწილი ადგილობრივ დისტრიბუტორებზე გადაიტანა, რამაც მოგების მარჟა 27.8%-მდე გაზარდა. ეს ბოლო 15 წლის საუკეთესო მაჩვენებელია. მარტივად რომ ვთქვათ, ყოველი 100 დოლარის შემოსავლიდან კომპანიას 27.80 დოლარი წმინდა მოგებად რჩება.

Coca-Cola-ს ბიზნესმოდელი ეკონომიკური რყევების მიმართ საკმაოდ მდგრადია. კომპანიის პროდუქცია შედარებით ხელმისაწვდომ კატეგორიაში რჩება, რის გამოც მომხმარებლები მას ინფლაციის პერიოდშიც ხშირად ყიდულობენ. სწორედ ამ სტაბილურობის გამო Coca-Cola-მ დივიდენდები ზედიზედ 64 წლის განმავლობაში გაზარდა. ამჟამად აქციების დივიდენდური სარგებელი 2.6%-ს შეადგენს, ხოლო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კომპანიის აქციების ზრდა მომავალშიც შეიძლება გაგრძელდეს.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

S&P Global ბიზნესის ნაწილის ცალკე კომპანიად გამოყოფას განიხილავს
საფონდო28 ოქტ. 20261 წთ კითხვა

S&P Global ბიზნესის ნაწილის ცალკე კომპანიად გამოყოფას განიხილავს

S&P Global განიხილავს, Capital IQ და მასთან დაკავშირებული მონაცემთა სერვისები ცალკე კომპანიად გამოყოს. ეს მიმართულებები ამჟამად კომპანიის Market Intelligence ბიზნესში შედის.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Applied Materials Besi-ში წილს 20%-მდე ზრდის
საფონდო28 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Applied Materials Besi-ში წილს 20%-მდე ზრდის

ამერიკული Applied Materials ნიდერლანდურ BE Semiconductor Industries-ში (Besi) საკუთარ წილს დაახლოებით 20%-მდე გაზრდის. ორივე კომპანია ნახევარგამტარების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიებზე მუშაობს და წლებია თანამშრომლობს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
OPEC+ დეკემბრისთვის ნავთობის მოპოვების კვოტების შეცვლას არ გეგმავს
მაკრო28 ოქტ. 20261 წთ კითხვა

OPEC+ დეკემბრისთვის ნავთობის მოპოვების კვოტების შეცვლას არ გეგმავს

OPEC+-ის წამყვანი ქვეყნები დეკემბრისთვის ნავთობის მოპოვების კვოტების უცვლელად დატოვებას განიხილავენ. საბოლოო გადაწყვეტილებას კვირას დაგეგმილ ონლაინშეხვედრაზე მიიღებენ.

მარიამ ქადარიაწაიკითხე