გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
განათლება

Lucid და Bolt ევროპაში 25,000 რობოტაქსის გამოშვებას გეგმავენ

მარიამ ქადარია18 სექტემბერი, 20261 წთ კითხვა
Lucid და Bolt ევროპაში 25,000 რობოტაქსის გამოშვებას გეგმავენ

ელექტრომობილების მწარმოებელი Lucid და ევროპული სატრანსპორტო პლატფორმა Bolt ევროპაში სულ მცირე 25,000 თვითმართვადი ავტომობილის გამოშვებაზე შეთანხმდნენ. პროექტით Lucid-ის რობოტაქსები პირველად გამოჩნდება აშშ-ის ფარგლებს გარეთ.

ავტომობილები Lucid-ის მომავალ Midsize პლატფორმაზე შეიქმნება და Nvidia-ს Hyperion ტექნოლოგიას გამოიყენებს. ისინი მეოთხე დონის ავტონომიური მართვისთვის იქნება გათვლილი. ასეთ მანქანას განსაზღვრულ ტერიტორიაზე მძღოლის ჩარევის გარეშე გადაადგილება შეუძლია.

Bolt თავად მართავს ავტოპარკს და პასუხისმგებელი იქნება დამუხტვის ინფრასტრუქტურისა და ქალაქებთან თანამშრომლობის ორგანიზებაზეც. კომპანიას 2035 წლისთვის საკუთარ პლატფორმაზე 100,000 ავტონომიური ავტომობილის განთავსება სურს.

Lucid-ს მსგავსი პროექტი აშშ-შიც აქვს. კომპანია Uber-სა და Nuro-სთან თანამშრომლობს და ამ შეთანხმების ფარგლებში სულ მცირე 35,000 ავტომობილის გამოშვებაა დაგეგმილი. ევროპული პროექტის ღირებულება და 25,000 ავტომობილის სრულად გამოშვების ვადა კომპანიებს ჯერ არ დაუსახელებიათ.

წყარო: Yahoo Finance

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

ანალიზი2 ნოე. 20261 წთ კითხვა

ელექტროენერგიის გაძვირება აშშ-ის შუალედური არჩევნების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა

აშშ-ში ელექტროენერგიის გადასახადები 2024 წლის შემდეგ საშუალოდ 10%-ზე მეტად გაიზარდა. ოჰაიოში მატება 20%-ს აჭარბებს, მაღალი ფასები კი მიჩიგანსა და პენსილვანიაშიც მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. მონაცემთა ცენტრების სწრაფი ზრდის ფონზე ელექტროენერგიის ფასი შუალედური არჩევნების ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური საკითხია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო2 ნოე. 20261 წთ კითხვა

პორტუგალია Galp-ში სახელმწიფო წილის გაზრდას განიხილავს

პორტუგალიის მთავრობა ნავთობკომპანია Galp Energia-ში საკუთარი 8%-იანი წილის გაზრდას განიხილავს. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც კომპანიისა და ესპანური Moeve-ს ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების გაერთიანებაზე მოლაპარაკებები ჩაიშალა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო2 ნოე. 20261 წთ კითხვა

ირანი აშშ-ს ჰორმუზის სრუტის ორ დღეში გახსნას სთავაზობს

ირანი აცხადებს, რომ მზადაა ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა ორ დღეში აღადგინოს, თუ აშშ მის პირობებს დათანხმდება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის თქმით, თავდაპირველად განხილული შვიდდღიანი გეგმის ნაცვლად, ამერიკულმა მხარემ შეთანხმებული ნაბიჯები პირველივე დღეს უნდა გადადგას, ნაოსნობა კი მეორე დღეს აღდგება.

მარიამ ქადარიაწაიკითხე